"მთელი სეზონის განმავლობაში არანაირი ეჭვი არ მქონია იმის შესახებ, რომ გუნდის ხელმძღვანელობას ჩემთან თანამშრომლობა არ სურდა. მე ვიცოდი მათი აზრი, ხედვა და გეგმები და პრესაში გავრცელებულ მითქმა-მოთქმას ყურადღებას არ ვაქცევდი. ჩვენ არ ვსაუბრობთ ადამიანებზე, რომლებსაც აქვთ მიდგომა - რამე მოიგე ან წადი. ისინი აანალიზებენ სიტუაციას და ყველაფერი
პირადად ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, თუ როგორ ვიმუშავეთ. მართალია, უფრო მეტი შეგვეძლო და გვსურდა, მაგრამ ახლა მომავალზე უნდა ვიფიქროთ და პოტენციალის გამოყენება ვცადოთ. ამ სეზონში ზედმეტად ბევრი ქულა დავკარგეთ სულელურად, მაგრამ გარწმუნებთ, რომ უფრო გაზრდილი, ჩამოყალიბებული გუნდის სახით დავბრუნდებით და მიღებულ გამოცდილებას გამოვიყენებთ. ჩვენი მთავარი მიზანი ინგლისის ჩემპიონობის დაბრუნებაა და ვფიქრობ, ეს თავისუფლად შეგვიძლია, მაგრამ სერიოზულად უნდა ვიმუშაოთ" - აღნიშნა 61 წლის სპეციალისტმა.
როგორც ჩანს, "ქალაქელთა" ბანაკში იმდენი ცვლილება, შესაძლოა, სულაც არ მოხდეს, რამდენსაც ველოდით, რადგან იაია ტურეს წასვლა, თითქოს, გადაწყვეტილი ჩანდა, მაგრამ ახლა საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ კოტდივუარელიც დარჩება.
მართალია, 32 წლის საყრდენი ნახევარმცველის აგენტი დიმიტრი სელიუკი ამბობდა, ჩემი კლიენტი 90%-ით წავაო. მსურველებიც მრავლად იყვნენ და არიან, რომელთა შორისაც მილანის "ინტერი" ფავორიტია, რადგან იქ "სიტის" ექსთავკაცი რობერტო მანჩინია, მაგრამ მანჩესტერელთა უფროსობამ იაიას განუცხადა - ზედმეტად მნიშვნელოვანი ხარ იმისთვის, რომ გაგიშვათო. ასე რომ, "სიტი" ტურეს შენარჩუნებას აპირებს.
"ეტიჰადის" ბინადრები უკვე ამერიკაში არიან ტურნეში და კოტდივუარელიც გუნდთან ერთადაა. პელეგრინის ბიჭები "ტორონტოსა" და "ჰიუსტონ დინამოს" შეხვდებიან, ხოლო ბოლოს დამეგობრებული "ნიუ იორკ სიტის" შეხვედრას დაესწრებიან.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ჯეიმს მილნერის დარჩენა-არდარჩენაა. ეს მშრომელი ნახევარმცველი გუნდის ძველი სახეა და ძალიან პროდუქტიულიც გახლავთ, მაგრამ გუნდს ახალი კონტრაქტის პირობებზე ვერ უთანხმდება და თანაც, უფრო მეტი სათამაშო დროც სურს, რის გარანტიასაც ვერ იღებს. ასე რომ, "ქალაქელებმა" იგი, შესაძლოა, სრულიად უფასოდ დაკარგონ.
"ჯეიმსი გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში მიიღებს. იგი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, ყოველთვის ბევრს მუშაობს და ბოლომდე იხარჯება. მან უნდა მოიფიქროს, რა ურჩევნია და როგორ სჯობს მისი მომავლისთვის" - დასძინა პელეგრინიმ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"