"შემდეგ სეზონში წარმატების მიღწევა უფრო რთული იქნება. კონკურენტები უბრძოლველად არაფერს დათმობენ. ინგლისში სწორედ ამიტომ დავბრუნდი, რომ ასეთი მაღალი და სერიოზული კონკურენციით სიამოვნებას ვიღებ. უკეთ უნდა ვითამაშოთ იმისათვის, რომ კვლავაც წარმატებას მივაღწიოთ. დიდი მადლობა ფანებს მხარდაჭერისთვის. ისინი ქალაქში გამართული ზეიმის დროს შეუდარებლები იყვნენ და იმედი მაქვს, გულშემატკივრებს ამის საფუძველს მომავალ წელსაც მივცემთ"
კომენტარი გააკეთა დიდიე დროგბამაც, რომელიც ფეხბურთელის რანგში კლუბიდან მიდის. კოტდივუარელი აქტიურად იქნება ჩართული გუნდის საქმიანობაში და მომავალში კონკრეტულ პოსტზეც ვიხილავთ. განცხადებებს კი აქედანვე აკეთებს და საკუთარ მოსაზრებებს გვიზიარებს. იგი ამბობს, რომ "სტემფორდ ბრიჯის" ბინადრებს კიდევ უფრო გაძლიერება სჭირდებათ იმისთვის, რომ გამარჯვების რეალური შანსი ჩემპიონთა ლიგაზეც ჰქონდეთ.
"კლუბი უფრო ძლიერი და შეთამაშებული იქნება მომავალ სეზონში და თან აუცილებელია შევსება. იგეგმება კიდეც ახალი მოთამაშეების ყიდვა. გარდა ამისა, ჩვენ გვყავს დომინიკ სოლანკი, რუბენ ლოფტუს-ჩიკი, ნათან აკე... ამ ბიჭებს სათამაშო დრო სჭირდებათ. ისინი ძალიან ნიჭიერები არიან" - აღნიშნა კოტდივუარელმა, რომელიც ბოლო შეხვედრისას თანაგუნდელებმა მინდვრიდან ხელში აიტაცეს და ისე გააცილეს.
დროგბამ პეტრ ჩეხზეც ისაუბრა, რომელსაც სათადარიგოობა არ აკმაყოფილებს და წასვლაზე ფიქრობს, მაგრამ გუნდს მისი დარჩენა უნდა და გამონაკლისი არც პირადად დიდიეა. არჩევანი კი ვეტერან ჩეხზეა. ფაქტია, რომ მწვრთნელს პირველ ნომრად ამჟამად ახალგაზრდა ბელგიელი გოლკიპერი ტიბო კურტუა ესახება.
"არ აქვს მნიშვნელობა, რა მოხდება, კლუბი მის გადაწყვეტილებას პატივს სცემს, რაც არ უნდა აირჩიოს პეტრმა. თუ მას დარჩენა მოუნდება, დარჩება კიდეც, რადგან "ჩელსის" კარი ჩეხისთვის, რასაკვირველია, ღიაა. ხოლო თუ წასვლა ურჩევნია, წავა, ეს მისი გადასაწყვეტია. ჩვენ ძალიან გვინდა, რომ დარჩეს" - ამბობს დროგბა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"