ევროპის ჩემპიონატი. U21: ინგლისმა დაადგინა

AutoSharing Option
ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა ნაკრების განაცხადი 23 კაცამდე დაიყვანა და საბოლოო სახე მისცა მას. უიღბლოები "ტოტენჰემის" მცველშ ერიკ დაიერი, "ვულვზის" ბენიკ აფობე, "ჩელსის" ფორვარდი პატრიკ ბამფორდი და "ფულემის" კოული ვუდროუ გამოდგნენ.

ისინი თავდაპირველად გამოძახებულნი იყვნენ გაფართოებულ სიაში, მაგრამ საბოლოოში ვეღარ მოხვდნენ. რაც მთავარია, დარჩა ჰარი კეინი.

აი, "ლივერპულის" რაჰიმ სტერლინგზე, "ევერტონის" როს ბარკლიზე, "არსენალის" ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენსა და "მანჩესტერ იუნაიტედის" ფილ ჯონსზე საუთგეიტმა უარი თავიდანვე საკუთარი ინიციატივით თქვა, ხოლო ლუკ შოუს გარეშე ამ უკანასკნელის ტრავმის გამო დარჩა. ნორჩი ინგლისელები
ჩეხეთში გასამართი შეჯიბრების ფავორიტებად მოიაზრებიან. ჯგუფურ ეტაპს ისინი 18 ივნისს, პორტუგალიასთან მატჩით ხსნიან, რასაც 21 ივნისს შვედეთთან თამაში მოჰყვება, ხოლო 24-ში ინგლისი იტალიის "აძურინის" ეთამაშება.

მეკარეები: მარკუს ბეტინელი (ფულემი), ჯონათან ბონდი (უოტფორდი), ჯეკ ბატლენდი (სტოკი)

მცველები: კალუმ ჩემბერსი (არსენალი), ლუკ გარბატი (ევერტონი), ბენ გიბსონი (მიდლსბრო), კარლ ჯენკინსონი (არსენალი, იჯარით ვესტ ჰემშია), მაიკლ კინი (ბარნლი), ლიამ მური (ლესტერი), ჯონ სტოუნსი (ევერტონი), მეტ ტარგეტი (საუთჰემპტონი)

ნახევარმცველები: ტომ კეროლი (სუონსი), ნათანიელ შალონა (ჩელსი), უილ ჰიუზი (დერბი), ჯეიკ ფორსტერ-კასკი (ბრაიტონი), ჯესი ლინგარდი (მანჩესტერი), რუბენ ლოფტუს-ჩიკი (ჩელსი), ალექს პრიტჩარდი (ტოტენჰემი), ნათან რედმონდი (ნორვიჩი), ჯეიმს უორდ-პრაუსი (საუთჰემპტონი)

თავდამსხმელები: საიდო ბერაჰინო (ვესტ ბრომვიჩი), ჰარი კეინი (ტოტენჰემი), დენი ინგსი (ბარნლი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული