"მანჩესტერ იუნაიტედი": 300 მილიონი ფუნტი ლუი ვან გაალს!

AutoSharing Option
ბრიტანული ჟურნალ-გაზეთების ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედი" ზაფხულში 300 მილიონი ევროს დახარჯვას აპირებს, რათა შემადგენლობა ისე გაიძლიეროს, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლა დანამდვილებით შეძლოს. ლუი ვან გაალს ყველა რგოლის გაძლიერება სურს.

ვინ მივა
კულუარებში გავრცელებული ცნობებით, ამ თანხის ნახევარი, ანუ 150 მილიონი "წითელ ეშმაკებს" მადრიდის "რეალისთვის" შეუთავაზებიათ გარეთ ბეილისა და რაფაელ ვარანის სანაცვლოდ, მაგრამ პასუხად უარი მიუღიათ.

სამიზნეები არიან "ბაიერნის" ბასტიან შვაინშტაიგერი, "დორტმუნდის" ილქაი გიუნდოგანი და "საუთჰემპტონის" მორგან შნედერლენიც.

პარალელურად, "ოლდ ტრაფორდის" ბინადრები მარჯვენა მცველის ძიებას აგრძელებენ და ჰოლანდიელი სპეციალისტის პირველი არჩევანი დანი ალვეში ყოფილა.
ბრაზილიელი პატარა ბიჭი აღარ არის, მაგრამ ბრწყინვალე ფორმაშია. 32 წლის ალვეში "ბარსელონადან" მიდის და მისთვის ბრძოლაში ფავორიტად სწორედ მანჩესტერელები მიიჩნევიან. სხვა კანდიდატები "ევერტონის" შეიმუს კოულმენი და "პარი სენ-ჟერმენის" გრეგორი ვან დერ ვილი არიან.

ვინ წავა
კლუბში, მიმსვლელთა გარდა, იქნებიან და უკვე არიან წამსვლელებიც. ყველაზე დიდი რეორგანიზაცია, ალბათ, თავდასხმაში იქნება. ვან გაალი წინა ხაზს ხელახლა აწყობს. უკვე წავიდა რადამელ ფალკაო, გუნდმა იგი აღარ გამოისყიდა. სავარაუდოდ, გაუშვებენ ხავიერ ერნანდესსაც. ჩიჩარიტოს, შესაძლოა, რობინ ვან პერსიც მიჰყვეს. იგი უკვე 32 წლისაა და ძველებური "მფრინავი ჰოლანდიელი" ვეღარ არის.

მას ახალი კონტრაქტიც სურს და მეტი სათამაშო დროც, რისი გარანტიაც არ ჩანს, ხოლო გუნდთან მოქმედ შეთანხმებას ვადა სულ რაღაც ერთ წელიწადში გასდის. რობინი საგონებელშია ჩავარდნილი, რადგან ის მუდამ დატაცებაზე იყო და ყველასთვის სასურველ მოთამაშეს წარმოადგენდა, მსგავსი ვითარება კი მისთვის სიახლეა.

"ძალიან უცნაურ და რთულ სიტუაციაში ვარ, ეს ჩემთვის სიახლეა. რეალურად უნდა მივუდგე საკითხს, კიდევ რამდენიმე წელი ვაპირებ თამაშს. ვფიქრობ ოჯახზეც, ბავშვებზე, მე ნამდვილი მეოჯახე ვარ. როდესაც ხედავ, რომ მეუღლე და შვილები ბედნიერები არიან, ეს ფანტასტიკურია.

ასე რომ, მომავალზე გადაწყვეტილების მიღებამდე, აუცილებლად გავითვალისწინებ მათ აზრს. "მანჩესტერ იუნაიტედს" უამრავი ადამიანი აქცევს ყურადღებას და ჟურნალისტების ინტერესიც მეტია. შესაბამისად, მეტი კრიტიკაც ბუნებრივი მოვლენაა. როდესაც გადაწყვეტილება მივიღე, ვიცოდი, რაზეც მივდიოდი" - თქვა ვან პერსიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული