ვინ მივა
კულუარებში გავრცელებული ცნობებით, ამ თანხის ნახევარი, ანუ 150 მილიონი "წითელ ეშმაკებს" მადრიდის "რეალისთვის" შეუთავაზებიათ გარეთ ბეილისა და რაფაელ ვარანის სანაცვლოდ, მაგრამ პასუხად უარი მიუღიათ.სამიზნეები არიან "ბაიერნის" ბასტიან შვაინშტაიგერი, "დორტმუნდის" ილქაი გიუნდოგანი და "საუთჰემპტონის" მორგან შნედერლენიც.
პარალელურად, "ოლდ ტრაფორდის" ბინადრები მარჯვენა მცველის ძიებას აგრძელებენ და ჰოლანდიელი სპეციალისტის პირველი არჩევანი დანი ალვეში ყოფილა.
ვინ წავა
კლუბში, მიმსვლელთა გარდა, იქნებიან და უკვე არიან წამსვლელებიც. ყველაზე დიდი რეორგანიზაცია, ალბათ, თავდასხმაში იქნება. ვან გაალი წინა ხაზს ხელახლა აწყობს. უკვე წავიდა რადამელ ფალკაო, გუნდმა იგი აღარ გამოისყიდა. სავარაუდოდ, გაუშვებენ ხავიერ ერნანდესსაც. ჩიჩარიტოს, შესაძლოა, რობინ ვან პერსიც მიჰყვეს. იგი უკვე 32 წლისაა და ძველებური "მფრინავი ჰოლანდიელი" ვეღარ არის. მას ახალი კონტრაქტიც სურს და მეტი სათამაშო დროც, რისი გარანტიაც არ ჩანს, ხოლო გუნდთან მოქმედ შეთანხმებას ვადა სულ რაღაც ერთ წელიწადში გასდის. რობინი საგონებელშია ჩავარდნილი, რადგან ის მუდამ დატაცებაზე იყო და ყველასთვის სასურველ მოთამაშეს წარმოადგენდა, მსგავსი ვითარება კი მისთვის სიახლეა.
"ძალიან უცნაურ და რთულ სიტუაციაში ვარ, ეს ჩემთვის სიახლეა. რეალურად უნდა მივუდგე საკითხს, კიდევ რამდენიმე წელი ვაპირებ თამაშს. ვფიქრობ ოჯახზეც, ბავშვებზე, მე ნამდვილი მეოჯახე ვარ. როდესაც ხედავ, რომ მეუღლე და შვილები ბედნიერები არიან, ეს ფანტასტიკურია.
ასე რომ, მომავალზე გადაწყვეტილების მიღებამდე, აუცილებლად გავითვალისწინებ მათ აზრს. "მანჩესტერ იუნაიტედს" უამრავი ადამიანი აქცევს ყურადღებას და ჟურნალისტების ინტერესიც მეტია. შესაბამისად, მეტი კრიტიკაც ბუნებრივი მოვლენაა. როდესაც გადაწყვეტილება მივიღე, ვიცოდი, რაზეც მივდიოდი" - თქვა ვან პერსიმ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"