ოღონდ ფალკაოს ხელფასის შემცირებაზე მოუწევს დაყაბულება. რომან აბრამოვიჩი "ჩელსიში" სახელფასო პოლიტიკის მნიშვნელოვნად გადახედვას და ხარჯების შემცირებას აპირებს. ამბობენ, "ჩელსი" ფალკაოს კვირაში 130 ათას ფუნტზე მეტს არ გადაუხდისო, რაც ორჯერ ნაკლებია იმ ჯამაგირზე, რომელსაც იგი "ოლდ ტრაფორდზე" იღებდა.
ასე რომ, "ჩელსიში" ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად ედენ აზარი დარჩება, ბელგიელი ყოველკვირეულად 200 ათასს გამოიმუშავებს. "მონაკო" კი,
პარალელურად, ინგლისის პრემიერლიგის ტრიუმფატორები დუგლას კოშტას ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებენ. დონეცკის "შახტარის" 24 წლის შემტევი ნახევარმცველის ხელში ჩაგდება ჟოზე მოურინიოს დიდი ხანია, უნდა, მაგრამ იანვარში უკრაინულმა გუნდმა ბრაზილიელი 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ არ დათმო, ხოლო მეტი ლონდონელებმა აღარ გადაიხადეს. ახლა "ჩელსი" მზადაა, 20 მილიონი ფუნტი გაიღოს და შესაძლოა, დონეცკელებმაც ვეღარ გაუძლონ ცდუნებას და იმის რისკს, რომ დუგლას კოშტას ფასმა შეიძლება დაიწიოს.
ბრიტანული პრესის ცნობით, "ჩელსის" ხელმძღვანელობამ სპეციალურ კრებაზე იმსჯელა პეტრ ჩეხის თაობაზეც და გადაწყდა, რომ გუნდი ვეტერან მეკარეს ინგლისურ გუნდში გადასვლაში ხელს არ შეუშლის და მათ შორის, არც რომელიმე უშუალო კონკურენტში. 33 წლის ჩეხით "მანჩესტერ იუნაიტედი" და "არსენალი" არიან დაინტერესებულნი. "სტემფორდ ბრიჯის" ბინადრებს კი ჩეხის სანაცვლოდ დაახლოებით 10 მილიონი ფუნტის გამომუშავება სურთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"