ოფიციალურად: რობერტო ფირმინო "ლივერპულის" ფეხბურთელია

AutoSharing Option
"ჰოფენჰაიმისა" და ბრაზილიის ნაკრების ნახევარმცველი რობერტო ფირმინო "ლივერპულის" ფეხბურთელი გახდა. ამის შესახებ ინგლისური კლუბის ოფიციალური საიტი იტყობინება.

23 წლის ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას კოპა ამერიკის დასრულების შემდეგ გაივლის, რომელიც ჩილეში მიმდინარეობს.

კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტის ვადებსა და ფინანსურ დეტალებზე დაწვრილებით არაფერს იუწყებიან. ცნობილია ის, რომ ხელშეკრულება საკმაოდ ხანგრძლივი იქნება, ლივერპულელები კი გერმანულ კლუბს 41 მლნ ევროს გადაუხდიან.

ბრაზილიელმა ჰავბეკმა ბუნდესლიგის გასულ სეზონში 33 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი მიითვალა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული