"ლესტერის" მწვრთნელი საკუთარი შვილის სექსიზმმა და რასიზმმა დაღუპა

AutoSharing Option
ნაიჯელ პირსონმა "ლესტერი" სასწაულებრივ დატოვა პრემიერლიგაში, მაგრამ ახლა "მელიები" თავკაცს დაემშვიდობნენ. ყველა თანხმდება იმაში, რომ პირსონი მისი ვაჟის სკანდალურ ამბავს გადაყვა, ძალიან ცუდმა ინციდენტმა მისი და კლუბის ტაილანდელი მფლობელების ურთიერთობა საბოლოოდ გააფუჭა.

საქმე ის არის, რომ "ლესტერი" ტაილანდის ტურნეში იმყოფებოდა და იქ ბიჭებს "კარგადაც მოულხენიათ". ბრიტანულ პრესაში გავრცელა ვიდეოჩანაწერიც, სადაც ჩანს თუ, როგორ არიან სექსით დაკავებულნი ნაიჯელის ვაჟი 22 წლის ჯეიმს პირსონი, ასევე 22 წლის ადამ სმიტი და 21 წლის ტომ ჰუპერი.

ისინი ტაილანდელ ქალბატონებს რასისტული სახის შეურაცხყოფას აყენებენ, რომელთაგანაც
ყველაზე მსუბუქი მიმართვა - "წვრილთვალებაა". ცხადია, გუნდმა სამივესთან გაწყვიტა კონტრაქტი და მოიბოდიშა. ახლა კი "ლესტერი" უფროსმა პირსონმაც დატოვა.

"მელიების" თავკაცობის კანდიდატთა შორის კი არიან - "ბარნლის" შონ დაიჩი, "ვესტ ჰემიდან" წამოსული სემ ალარდაისი, ასევე დევიდ მოიესი, ნილ ლენონი, პატრიკ ვიეირა, ჰარი რედნაპი, მარტინ ონილი, გუუს ჰიდინკი, მიქაელ დაუდრუპი და ყველაზე ექსტრაორდინალური კანდიდატი - გუნდის არგენტინელი ვეტერანი ესტებან კამბიასო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რატო გაუშვეს ეგ ხალხი გუნდიდან? მერე რა რომ ტაილანდელი მეპატრონე ჰყავთ მასაც ხომ არ ჰგონია რომ გა....ვენ
nika
14:41 02-07-2015
0

სიახლეები პოპულარული