29 წლის კოლუმბიელი "ლურჯების" რიგებში მომდევნო სეზონს იჯარის წესით ჩაატარებს, რომლის დასრულების შემდეგ "ჩელსის" მისი გამოსყიდვის ექსკლუზიური უფლება ექნება.
შეგახსენებთ, რომ ფალკაო "მონაკომ" წინა სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედს" ათხოვა, სადაც მან 29 თამაშში მხოლოდ 4 გოლი გაიტანა და "წითელმა ეშმაკებმა" იგი აღარ გამოისყიდეს. ცოტა ხნის წინათ ჟოზე მოურინიომ ფალკაო აქო და ადიდა, სუპერფორვარდია და მჯერა, ჩემს ხელში ათამაშდებაო.
კოლუმბიელმაც, ალბათ, პორტუგალიელის ამ კომპლიმენტების მერე გადაწყვიტა "სტემფორდ ბრიჯზე" გადაბარგება. "ჩელსის" იგი
საპირისპირო მიმართულებით, ანუ "ჩელსიდან" "მონაკოში" ერთწლიანი იჯარით 20 წლის ხორვატი ნახევარმცველი მარიო პაშალიჩი წავიდა. "ჩელსის", სურვილის შემთხვევაში, მომავალ ზაფხულს ფალკაოს გამოსყიდვა შეეძლება.
"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ "ჩელსის" წევრი გავხდი. ერთი სული მაქვს, ვარჯიშსა და თამაშს როდის დავიწყებ. მინდა, გუნდს მიზნების მიღწევაში დავეხმარო. ჩვენ გვსურს, პრემიერლიგაში ტიტული შევინარჩუნოთ და ევროსარბიელზე წარმატებულად ვითამაშოთ" - განაცხადა ფალკაომ. კოლუმბიელი ფორვარდი წლების განმავლობაში ძალიან შედეგიანი იყო, მაგრამ "მონაკოში" 2014 წლის იანვარში მიღებული მუხლის სერიოზული ტრავმის მერე ძველებურად ვერაფრით ათამაშდა.
ფალკაოს სტატისტიკა: რივერ პლეიტი (2004-2009) - 90 მატჩი - 34 გოლი; პორტუ (2009-2011) - 72 - 62; ატლეტიკო (2011-2013) - 86 - 68; მონაკო (2013-2014) - 20 -11; მანჩესტერი - 29 - 4.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"