ლონდონის "ჩელსის" ყოფილმა ვარსკვლავმა ლოტოში 5 მილიონზე მეტი მოიგო

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" ყოფილმა ნახევარმცველმა ტერი ბრედბერიმ ბრიტანეთის ეროვნულ ლოტოში 5,5 მილიონ გირვანქაზე მეტი მოიგო, კერძოდ კი, 5 517016.

75 წლის ბრედბერი 1950-იან წლებში ტერი ვენეიბლსთან და ჯიმი გრივზთან ერთად აგორებდა ბურთს. მას ასევე ნათამაშები აქვს "ლეიტონში", "საუთენდსა" და "რექსჰემში". კარიერის განმავლობაში მისი უდიდესი ჯამაგირი კვირაში 25 ფუნტი იყო...

"გადავწყვიტეთ, ესპანეთში ვილა ვიყიდოთ, სადაც ჩვენი ოჯახი ნებისმიერ დროს წავა ხოლმე დასასვენებლად. ბრწყინვალეა, როდესაც იაზრებ, რომ შენი შვილები და მათი შვილები, სამუდამოდ უზრუნველყოფილნი არიან და სტრესისგან თავისუფალი ცხოვრება ექნებათ. მე და ტერის
ყველაზე მეტად სწორედ ეს გვახარებს" - განაცხადა მისის ბრედბერიმ.

"ჩემი ხელფასი დაახლოებით 20 ფუნტი იყო კვირაში. ბონუსების სახით მოგებაზე 4 ფუნტს ვიღებდით, ფრეზე - ორს. ყველაზე დიდი ჰონორარი კვირაში 25 ფუნტი მქონია. ფეხბურთელების ფასიც ძალიან დაბალი გახლდათ. ჯიმი გრივზი უდიდესი გოლების მანქანა იყო, რომელიც ოდესმე მინახავს. დაუღალავი დევიდ მაკკეი კი ურთულესი მეტოქე გახლდათ, ვის წინააღმდეგაც მითამაშია" - აღნიშნა მისტერ ბრედბერიმ.

ახალგამომცხვარ მილიონერს, თანამედროვე ფეხბურთელებზეც ჰკითხეს და მოთამაშეების ამჟამინდელ ფასებსა თუ ხელფასებზე.

"ყველას წარმატებები... სპორტსმენს ვერაფერს დააბრალებ და უსაყვედურებ. თუ ვინმე მას კვირაში დამატებით 1000 ფუნტს სთავაზობს, ადგება და წინადადებას მიიღებს. მე "ჩელსიში" კარგი დრო გავატარე და ზოგადად, ჩემი კარიერის თითოეული წუთით ვისიამოვნე. ეს ბედის საჩუქარი კი ჩემი და ენის ცხოვრებაში ტკბილი გვირგვინია" - დასძინა ბრედბერიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული