კლაუდიო რანიერი: პრემიერლიგაში დაბრუნებაზე სულ ვოცნებობდი

AutoSharing Option
კლაუდიო რანიერი "ლესტერის" მთავარი მწვრთნელი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ნაიჯელ პირსონმა წინა სეზონის მეორე ნახევარში სასწაულები აკეთა, "მელიები" პრემიერლიგაში დამაჯერებლად დატოვა და ბრწყინვალედ აათამაშა, იგი ივნისის მიწურულს გაუშვეს.

ამის მიზეზი პირსონის ვაჟის, რომელიც "ლესტერის" ფეხბურთელი იყო, და კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა მოთამაშის სკანდალური ვიდეოჩანაწერი გახლდათ, რომელიც მედიაში გავრცელდა. ჩანდა და ისმოდა, თუ როგორ აყენებდნენ ტაილანდელ სექსმუშაკებს ნასვამი ახალგაზრდები ჯგუფური სექსის დროს როგორც რასისტული, ასევე სექსისტური ხასიათის შეურაცხყოფას.

თავად რანიერი კი, რომელსაც დიდი ხნით სადმე გაჩერება არ გამოსდის და ბოლოს, როგორც წესი,
თავისი სურვილით არ მიდის, წინა წელს საბერძნეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს.

მას მერე 63 წლის იტალიელი ახალი სამსახურის ძიებაში იყო. იგი სიხარულით შეხვდა ამ შეთავაზებას და პრემიერლიგაში მუშაობის მორიგ შესაძლებლობას. შეგახსენებთ, რომ იგი ადრე ლონდონის "ჩელსის" ედგა სათავეში, მაგრამ მაშინ ახალმისულმა რომან აბრამოვიჩმა მალევე გაუშვა.

"მას მერე, რაც "ჩელსი" დავტოვე, ვოცნებობდი, რომ მსოფლიოს უძლიერეს ლიგაში მუშაობის კიდევ ერთი შანსი მომცემოდა. დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის გუნდის მფლობელსა და მმართველებს, რომლებსაც ჩემი სჯერათ და ერთადერთი საშუალება მაქვს, ეს ნდობა გავამართლო - გუნდმა კარგი შედეგი უნდა დააფიქსიროს" - თქვა "ვალენსიას", "პარმას", "რომას", "იუვენტუსის", "ინტერის", "მონაკოს"... ყოფილმა მწვრთნელმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული