მარკ ჰიუზი: "ბრიტანია" ევროზონისთვის იბრძოლებს

AutoSharing Option
"სტოკ სიტი" წინა სეზონში პრემიერლიგის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და სიმპათიური გუნდი გახლდათ, რომელმაც არაერთი სიურპრიზი და დასამახსოვრებელი მატჩი შემოგვთავაზა.

მარკ ჰიუზი ამ ყველაფრის მთავარი შემოქმედია და იგი ირწმუნება, რომ გუნდი ამით დაკმაყოფილებას და ამაზე გაჩერებას არ აპირებს. მეტიც, "ბრიტანიას" ბინადრები თურმე ევროზონას უმიზნებენ და სატრანსფერო ბაზარზეც გააგრძელებენ აქტიურობას.

"სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, ბოლო დღემდე შევეცდებით, უმაღლესი დონის ფეხბურთელების მოყვანას. თუ სეზონს კარგად დავიწყებთ, ევროსაგზურისთვის გაბრძოლებასაც შევძლებთ" - განაცხადა ჰიუზმა.

"სოტკმა" ასმირ ბეგოვიჩი ვეღარ შეინარჩუნა და ჯერდან შაჩირის შეძენაც არ გამოუვიდა, მაგრამ
გუნდში უკვე მოვიდნენ - მეკარეები შეი გივენი და იაკობ ჰაუგაარდი, მცველები გლენ ჯონსონი და ფილიპ ვოლშაიდი (გამოისყიდეს), თავდამსხმელი ხოსელუ და ნახევარმცველი მარკო ვან გინკელი. კონტრაქტი გაახანგრძლივა ჩარლი ადამმა და მომჯობინდება ბოიან კრკიჩი, რომელიც ტრავმამდე "ბრიტანიას" მკვიდრთა რიგებში ისე ათამაშდა, როგორც თავის დროზე აგორებდა ბურთს, სულ პატარაობაში.

გარდა ამისა, კლუბმა თავისთვის სარეკორდოდ შემოსავლიანი სატელევიზიო ტრანსლაციების კონტრაქტიც გააფორმა.

"ჩვენთვის ეს გამოწვევაა, წინა ორ სეზონში ათეულში მოვხვდით და ახლა ამაზე უკეთესი შედეგის დაფიქსირება უნდა ვცადოთ. თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ სხვა გუნდებიც ძლიერდებიან და ისინიც წარმატების მიღწევას გეგმავენ. კონკურენცია დიდია" - დასძინა ჰიუზმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული