"მანჩესტერ იუნაიტედმა" მორგან შნეიდერლენის გოლით "ამერიკა" დაამარცხა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედმა" საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე ჩრდილოამერიკულ ტურნეში პირველი შეხვედრა მექსიკურ "ამერიკასთან" გამართა და მინიმალური ანგარიშით 1:0 გაიმარჯვა.

სიეტლში ჩატარებულ შეხვედრაში ერთადერთი გოლი მე-5 წუთზე ინგლისური გრანდის ახალწვეულმა მორგან შნეიდერლენმა, ხუან მატას პასით გაიტანა. ეს ფრანგი ნახევარმცველის პირველი გოლია ახალ კლუბში.

"მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში დებიუტი ჰქონდა ბასტიან შვაინშტაიგერსაც, რომელმაც მოედანზე მეორე ტაიმი გაატარა.

საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე მომდევნო მატჩს ლუი ვან გაალის გუნდი 22 ივლისს, MLS-ის გუნდის "სან ხოსეს" წინააღმდეგ გამართავს, 25-ში "ბარსელონას" დაუპირისპირდება, 30-ში კი - "პარი სენ-ჟერმენს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული