ასე რომ, ოთხივე ახალწვეულის დებიუტი შედგა და ცუდად არც ერთს უთამაშია, მაგრამ ყველაზე იღბლიანი შნედერლენი გამოდგა. "საუთჰემპტონიდან" 25 მილიონ გირვანქად ნაყიდ საყრდენ ნახევარმცველს მხოლოდ 5 წუთი დასჭირდა იმისთვის, რომ თავი გამოეჩინა.
24 წლის ფრანგს ხუან მატამ უპასა და მანაც იუველირის სიზუსტით
ვან გაალმა უკმაყოფილების საფუძველი იპოვა და ამერიკელებს გემოვნება და მინდვრის საფარი დაუწუნა. საქმე ის არის, რომ პოპ-ჯგუფის, One Direction-ის კონცერტის გამო მინდვრის საფარი ფეხბურთისთვის იდეალურ მდგომარეობაში არ გახლდათ.
"ასეთ პირობებში თამაში რთული და ცუდია. ხელოვნური და ბუნებრივი ბალახის ნაზავი ფეხბურთისთვის არაკომფორტულია და ტრავმების რისკს ძალიან ზრდის. თუმცა ამერიკული ფეხბურთისთვის ეს უფრო მისაღები ვარიანტია.
აშშ-სა და ინგლისს შორის ის სხვაობაა, რომ იქ ჩვენ "ოლდ ტრაფორდი" გვაქვს, რომელიც მხოლოდ ფეხბურთისთვისაა განკუთვნილი და არა, მაგალითად, კონცერტისთვის. ინგლისში ფეხბურთი უყვართ, აქ კი ამერიკული ფეხბურთი, ბეისბოლი, კალათბურთი... სხვაობა საგრძნობია", - განაცხადა ვან გაალმა.
გასაკვირი არ არის, რომ სიეტლში ჩასვლა მექსიკელ ქომაგებს უფრო გაუადვილდათ და "ამერიკას" მხურვალედ გულშემატკივრობდნენ, მაგრამ "იუნაიტედმა", საბოლოოდ, დამსახურებულად გაიმარჯვა.
შნედერლენის გოლი ვახსენეთ, დარმიანმა შეტევაში იაქტიურა, დეპაი გამთამაშებლის პოზიციაზე მოქმედებდა უეინ რუნის უკან და შეცვლაზე შესული შვაინშტაიგერიც კარგად გამოიყურება პირველი და გასახურებელი თამაშისთვის.
მარუან ფელაინი ერთადერთი ძირითადის ფეხბურთელია, რომელიც მწვრთნელმა ამ შეხვედრაში არ გადატვირთა. დავიდ დე ხეასა და ანტონიო ვალენსიას უთამაშებლობის მიზეზად ტრავმა დასახელდა.
ვიქტორ ვალდესი რომ განაცხადში არ არის, ალბათ, იცით და ყოველივე აქედან გამომდინარე, ვთქვათ ის, რომ მანჩესტერელების კარს 22 წლის სემუელ ჯონსტონი იცავდა. შემდეგი შეხვედრა "იუნაიტედს" "სან ხოსესთან" აქვს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"