"ჩვენი თავდამსხმელების სიმცირე არ მაღელვებს და პრობლემას ვერ ვხედავ. გვყავს რუნი, რომელსაც ფორვარდად თამაში შეუძლია, წინა სეზონისას მასმედია სწორედ ამას ითხოვდა და მეც ეს მოთხოვნა გავითვალისწინე.
ასევე გვყავს ხავიერ ერნანდესი და ჯეიმს უილსონი. შესაძლოა, წინ სიურპრიზიც გველის, ვინ იცის..." - აღნიშნა ჰოლანდიელმა სპეციალისტმა.
რუნი გუნდის ლიდერად რჩება და მასაც თავდამსხმელად
ჩიჩარიტო საკმაო ხანია, "იუნაიტედში" დიდი ნდობით ვეღარ სარგებლობს და ძნელი სავარაუდოა, ახლა შეიცვალოს რამე რადიკალურად. მექსიკელის წასვლაზეც ბევრს საუბრობდნენ, მაგრამ ახლა მას დარჩენის შანსი უჩნდება, თუ დუბლიორის სტატუსი დააკმაყოფილებს. შეგახსენებთ, რომ ერნანდესი ამჟამად ტრავმირებულია და მექსიკის ნაკრებს "ოქროს თასზე" ვერ ეხმარება.
რაც შეეხება უილსონს, იგი ჯერ მხოლოდ 19 წლისაა...
მოკლედ, მანჩესტერელებს ერთი კარგი თავდამსხმელი არ აწყენდათ და კანდიდატიც ბევრია, რომელთა შორისაც ყველაზე ხშირად ედინსონ კავანის ახსენებენ.
რასაკვირველია, "წითელი ეშმაკების" მთავარ მწვრთნელს მემფის დეპაის დიდი იმედიც აქვს, რომელიც ან ფლანგიდან შეუტევს, ანაც გამთამაშებლის პოზიციაზე იქნება თავდამსხმელის უკან.
დეპაის შესაძლებლობებში ეჭვი არავის ეპარება, მაგრამ "მანჩესტერის" ფანები გამოკვეთილ ფორვარდს მაინც ელიან, თანაც, ფული გუნდისთვის პრობლემა არ არის და დახარჯვის საშუალება და სურვილიც შეინიშნება. როგორც ამბობენ, ვან გაალს უფროსობისთვის გარკვევით უთქვამს, კიდევ ბევრი უნდა დავხარჯოთ, ახალი სახეები გვჭირდებაო.
"ძველი სახე" რობინ ვან პერსი კი თანამემამულეს აკრიტიკებს. ვან პერსისა და ვან გაალს მშვენიერი ურთიერთობა ჰქონდათ, "მანჩესტერამდე" ნაკრებშიც ითანამშრომლეს და თითქოს, ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ რობინს პრობლემური სეზონი გამოუვიდა, მას მცირე სათამაშო დრო ჰქონდა.
თავიდან ეს გადაღლილობას ბრალდებოდა, შემდეგ ტრავმას, ხოლო მერე გაირკვა, რომ 31 წლის თავდამსხმელი მწვრთნელის გეგმებში, უბრალოდ, აღარ შედიოდა, ყოველ შემთხვევაში, მას ვერაფრის გარანტიას ვერ აძლევდნენ და ექსარსენალელიც "ფენერბაჰჩეში" წავიდა ნანის ცხელ კვალზე. თუმცა "ოლდ ტრაფორდზე" დარჩენა უნდოდა.
"როდესაც აპრილში "ჩელსისთან" მნიშვნელოვან შეხვედრაში სათადარიგოთა სკამზე აღმოვჩნდი, ეს პირველი სერიოზული ნიშანი გახლდათ, რომ რაღაც კარგად არ იყო. შემდეგ სარეზერვო გუნდში თამაში ვითხოვე, რომ სათამაშო პრაქტიკა მქონოდა, მაგრამ ისევ სათადარიგოთა სკამზე აღმოვჩნდი.
ჩემსა და ლუის შორის ატმოსფერო შეიცვალა, სიტუაცია დაიძაბა და ამას ყველა ამჩნევდა. თუმცა მე ბოლომდე პროფესიონალურად ვიქცეოდი. წასვლა არ მინდოდა, რადგან მანჩესტერში მეც ბედნიერი ვიყავი, ჩემი მეუღლეც და ბავშვებიც.
ვან გაალს აზრი ჩემზე ადრე შეუცვლია. მაგალითად, როდესაც ჰოლანდიის ნაკრებში მოვიდა, მითხრა, რომ მესამე თავდამსხმელი ვიყავი. მე ვუპასუხე, კარგი-მეთქი. შემდეგ ვიბრძოლე და პირველი ნომერი გავხდი. ამ შემთხვევაში კი სამართლიანი ბრძოლა აღარ იყო, ნორმალური შანსი არ მეძლეოდა, მე კი მინდორზე ყოფნა და თამაში მინდა.
სულელი არ ვარ და არც გავბრაზებულვარ, ემოციებსაც არ ავყევი, რადგან ასეთი რაღაცები ფეხბურთში ხდება, ეს ცხოვრების ნაწილია. საუკეთესო გამოსავალი უნდა იპოვო და გზა განაგრძო", - თქვა ვან პერსიმ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"