შუალედში კი "წითელი ეშმაკების" მაისურით თავისი სადებიუტო გოლი მემფის დეპაიმ შეაგდო.
პსვ-დან 31 მილიონი გირვანქის სანაცვლოდ, "ოლდ ტრაფორდზე" გადაბარგებულმა დეპაიმ კი თამაშის მერე ჟურნალისტებთან ისაუბრა, საკუთარ მომავალზე, გეგმებზე, მიზნებზე...
მისი თქმით, "იუნაიტედში" გადასვლის მთავარი მიზეზი ვან გაალის ფაქტორი იყო. ექსეინდჰოვენელი 63 წლის სპეციალისტთან ერთად 2014 წლის მუნდიალზე ჰოლანდიის ნაკრებში მუშაობდა. დეპაის ბევრი მსურველი ჰყავდა, განსაკუთრებულად
გარდა ამისა, 21 წლის მემფისიგან გავიგეთ, რომ მას სურს "მანჩესტერის" ლეგენდა გახდეს და ფანებს კარგ თამაშს ჰპირდება.
ვან გაალზე
"არ მინდა ვთქვა, რომ ჩემთვის მამასავითაა, მაგრამ ის დიდებული მწვრთნელია და შეუძლია ფეხბურთელი უკეთესი გახადოს. როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატზე გავემგზავრე დიდი გამოცდილება მივიღე და ვხედავდი, რომ ვან გაალთან თითოეული მატჩის მერე, უკეთესი მოთამაშე ვხდებოდი. თავს ძლიერად ვგრძნობდი და სრულ მზადყოფნაში ვიყავი. ძალიან მოტივირებული ვარ, წარმატებას მოწყურებული და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ უფრო და უფრო მოვუმატო და გავუმჯობესდე, როგორც ფეხბურთელი"მიზნებზე
"მინდა, ერთ დღესაც გუნდის ლეგენდად ვიქცე, მაგრამ ახლა უფრო მნიშვნელოვანია ყოველი კონკრეტული შემდეგი მატჩისთვის მომზადება და კონცენტრაცია. ჩემი საქმე თითოეულ შეხვედრაში კარგად უნდა გავაკეთო".სხვა გუნდების ინტერესზე
"როდესაც "იუნაიტედი" გამოჩნდა, გადაწყვეტილება ფაქტობრივად უმალვე მივიღე. სხვა შემოთავაზებებიც იყო. თუმცა მწვრთნელს გავესაუბრე და ყველაფერი ნათელი გახდა".ვან ნისტელროიზე
"ჩვენ ვისაუბრეთ და მან მითხრა, თუ რა დიდი გუნდია "მანჩესტერი". იმაზეც თუ, რა შესანიშნავი ფანები ჰყავს ამ კლუბს. სხვა საკითხებზე მომავალში ვილაპარაკებთ. იგი "იუნაიტედის" ლეგენდაა" - თქვა ახალგაზრდა შემტევმა.საკუთარ თავზე
აღსანიშნავია, რომ დეპაის მამა 4 წლის ასაკში გარდაეცვალა. იგი ამჯობინებს, რომ მაისურზე მემფისი ეწეროს და არა გვარი. სხეული მას სულ სვირინგებში აქვს და ერთ-ერთი ტატუ ბაბუის პატივსაცემად გაიკეთა, რომელიც მემფისის მე-15 დაბადების დღის მეორე დღეს გარდაიცვალა. მას საუბარი ამ თემებზეც ჩამოუგდეს."ეს ყველაფერი ჩემი ცხოვრების ნაწილია და ფეხბურთთან საერთო არ აქვს. ეს სხვა რამ არის, ფეხბურთის გარეთ ცხოვრება მაქვს. ბევრი სირთულე გამოვიარე და გადავლახე, ეს მაძლიერებს. როგორც ხედავთ, ჩემი სვირინგები მომწონს. ვარ ისეთი, როგორიც ვარ. ამას ყველამ პატივი უნდა სცეს" - ამბობს დეპაი.
გოლების რაოდენობაზე
"წინასწარ ამაზე არასდროს ვსაუბრობ და არანაირ რიცხვებს არ ვასახელებ. მთავარია, კარგად ვითამაშო და სასარგებლო ვიყო. თუ გოლს გავიტან ან სხვას გავატანინებ, ძალიან კარგი. საკუთარ თავს კარგ თამაშს მოვთხოვ, კლუბს ყველა შეხვედრაში უნდა დავეხმარო. ვიცი, რომ უნდა მოვუმატო, რადგან პრემიერლიგა განსხვავებული ჩემპიონატია" - განაცხადა დეპაიმ. შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიის ჩემპიონატის ბოლო ბომბარდირი სწორედ დეპაია. რას მიაღწევს მანჩესტერი
"ჩვენ ძალიან ძლიერი, ხარისხიანი შემადგენლობა გვყავს. თუმცა გუნდმა შესაძლებლობები მინდორზე უნდა გამოავლინოს. კრეატიულებაა საჭირო, დაცვა კი ძლიერი უნდა იყოს და მატჩებს მოვიგებთ, შესაბამისად, ტიტულებისთვის ბრძოლაც შეგვეძლება".შეუძლია იუნაიტედს პრემიერლიგის მოგება?
"ეს რეალურია. ჩვენ "მანჩესტერ იუნაიტედი" ვართ".ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"