"ვესტ ბრომვიჩს" ასევე აქტიურად უკავშირებენ რიკი ლამბერტს, კირან კლარკს, მაიკლ ანტონიოსა და მეტ ფილიპსს. გარდა ამისა, გუნდმა პირველ ტურამდე შესაძლოა, "არსენალიდან" გაშვებულ აბუ დიაბისთან მოასწროს კონტრაქტის გაფორმება.
"ეს ძალიან რთული სატრანსფერო ფანჯარაა, ძვირიანი... ვნახოთ, რა გამოვა. ჩვენ ახალი ფეხბურთელები გვჭირდება და ეს ყველას ესმის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. საჭირო ფეხბურთელები
უკვე ცნობილია, თუ ვინ იქნება "ვესტ ბრომვიჩის" შემდეგი შენაძენი. წესითა და რიგით, ჯეიმს ჩესტერის ტრანსფერს წინ აღარაფერი უნდა დაუდგეს. 26 წლის მცველის სანაცვლოდ "ჰალი" 8 მილიონ გირვანქას მიიღებს. მან გასულ სეზონში "ვეფხვების" მაისურით 23-ჯერ ითამაშა პრემიერლიგაში და 2 გოლი გაიტანა.
კარგი "ალბიონისთვის" ის არის, რომ გუნდი, ჯერჯერობით, ახერხებს საიდო ბერაჰინოს შენარჩუნებას. თითქოსდა, სიცრუე აღმოჩნდა "ტოტენჰემთან" შეთანხმება - "ვესტ ბრომვიჩის" ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბერაჰინოს თაობაზე გუნდს შეთავაზება ჯერ არავისგან მიუღია.
თუმცა, ალბათ, მალე მიიღებს, თუ გავითვალისწინებთ, რომ საიდოს აგენტი ეიდი უორდია, ანუ ის პიროვნება, რომელიც რაჰიმ სტერლინგს შეუჩნდა და მისი "სიტიში" ტრანსფერი გაჩარხა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"