საერთაშორისო ჩემპიონთა თასი: "ჩელსიმ" "ბარსელონა" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
აშშ-ში მიმდინარე საზაფხულო ტურნირში, საერთაშორისო ჩემპიონთა თასის გათამაშებაში ლონდონის "ჩელსიმ" "ბარსელონა" ფრედ, 2:2 დასრულებული შეხვედრის შემდეგ, პენალტების სერიაში (4:2) დაამარცხა.

თბილისის დროით 29 ივლისს, ლენდოვერში გამართული მატჩის მე-10 წუთზე ინგლისური კლუბი ედენ აზარმა დააწინაურა, ანგარიშის გათანაბრება კი მეორე ტაიმში ლუის სუარესმა (52) შეძლო. კატალონიური გრანდი წინ სანდრო რამირესის გოლით, 69-ე წუთზე გავიდა.

ჟოზე მოურინიოს გუნდი მარცხისგან გარი კეჰილმა (89) იხსნა.

პენალტების სერიაში "ჩელსის" ფეხბურთელებმა ოთხივე დარტყმა ზუსტად შეასრულეს, "ბარსელონადან" კი ტიბო კურტუას კარში გატანა ალენ ჰალილოვიჩმა და ჟერარდ პიკემ ვერ
შეძლეს.

ტურნირში მომდევნო შეხვედრას "ბარსელონა" 2 აგვისტოს, ფლორენციის "ფიორენტინას" წინააღმდეგ ჩაატარებს, რომელთანაც უკვე 5 აგვისტოს "ჩელსი" ითამაშებს.

გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია გახდა საჭირო დღის მეორე შეხვედრაშიც. მექსიკური "ამერიკისა" და პორტუგალიური "ბენფიკას" დაპირისპირება უგოლოდ დასრულდა, 11-მეტრიანი ნიშნულიდან კი უკეთესად ლისაბონელებმა დაარტყეს - 4:3.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული