ლონდონის "არსენალში" კიდევ ერთი ახალგაზრდა ტალანტი ითამაშებს

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალში" კიდევ ერთი ახალგაზრდა ტალანტი ითამაშებს. "მეთოფეებმა" ამსტერდამის "აიაქსიდან" 16 წლის თავდამსხმელი დონიელ მალენი დაიმატეს.

ჰოლანდიური გუნდის ახალგაზრდული აკადემიის ხელმძღვანელი ვიმ იონკი ძალიან დამწუხრებულია იმით, რომ დონიელი წავიდა და მისი აზრით, "არსენალმა" პოტენციური სუპერვარსკვლავი შეიძინა.

"დონიელი უდიდესი ტალანტია და ძალიან გული მწყდება, რომ იგი "აიაქსს" ტოვებს. ჩვენ მას ბრწყინვალე წინადადებით მივმართეთ, განვითარების მშვენიერი გეგმა შევთავაზეთ, მაგრამ მალენმა თავისი გადაწყვეტილება მიიღო. წარმატებებს ვუსურვებთ მას" - განაცხადა იონკმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული