პორტუგალიელ სპეციალისტს წაგება არ უყვარს, მით უმეტეს, როცა საქმე არსენ ვენგერთან პაექრობას ეხება.
ინგლისის 2015 წლის სუპერთასის ვერცხლის მედალი მოურინიოს კოლექციაში არასდროს მოხვდება, რადგან მოურინიომ ის ტრიბუნებისკენ მოისროლა.
მოურინიოს გადაგდებულ მედალს უმალ მოეძებნა პატრონი. მედალი "არსენალის" 10 წლის ფანმა იპოვა.
ასევე იხილეთ:
ინგლისის სუპერთასი: პირველად ისტორიაში - ვენგერმა მოურინიო დაამარცხა [VIDEO]