ჟოზე მოურინიომ ლონდონის "ჩელსისთან" კონტრაქტი 2019 წლამდე გაახანგრძლივა

AutoSharing Option
ინგლისის პრემიერლიგის 2015/16 წლების სეზონის წინ, ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც ძალაში 2019 წლამდე იქნება.

ამის შესახებ "ჩელსიმ" ოფიციალურად გამოაცხადა.

"როცა კლუბი ბედნიერია, ბედნიერი ვარ მეც. ვფიქრობ, ნორმალურია ის, რომ ახალ კონტრაქტს ვაფორმებ. იმედი მაქვს, მომავალში უფრო დიდ წარმატებებს მივაღწევ, რათა გავახარო გულშემატკივრები, მოთამაშეები და კლუბი. მიხარია, რომ აქ კიდევ დიდხანს ვიმუშავებ", - ამბობს 52 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი.

შეგახსენებთ, რომ მოურინიო "ჩელსის" მთავარ მწვრთნელად 2013 წლის ზაფხულში დაბრუნდა და უკვე მეორე სეზონში გუნდთან ერთად
პრემიერლიგა და ლიგის თასი მოიგო. პორტუგალიელს "ჩელსისთან" ძველი კონტრაქტი კიდევ 2 წლით აკავშირებდა, თუმცა კლუბმა თანამშრომლობის უფრო გახანაგრძლივება გადაწყვიტა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული