"მანჩესტერ იუნაიტედი" ხელს არ იღებს "ბარსელონადან" თავდამსხმელის პედრო როდრიგესის გადაბირების იდეაზე.
"მარკას" ცნობით, ინგლისური კლუბი მზადაა, გადაიხადოს 28 წლის ფეხბურთელის კონტრაქტში მითითებული პირისსაგამტეხლო თანხა, რომელიც 30 მლნ ევროს შეადგენს, ოღონდ - ნაწილ-ნაწილ.
პედრო კატალონიური გრანდის აღზრდილია და მთელი პროფესიონალური კარიერის განმავლობაში სწორედ ამ გუნდის ღირსებას იცავდა. გასულ სეზონში ესპანელმა ფორვარდმა პრიმერაში 35 მატჩი (15 ძირითადში) ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.