ჩემი არ არის, ჩამიდეს! - რაჰიმ სტერლინგი ნარკოსკანდალში გაეხვა

AutoSharing Option
ბრიტანული პრესა გვამცნობს, რომ რაჰიმ სტერლინგის 125 ათასი გირვანქის ღირებულების "მერსედესი" ლონდონის ერთ-ერთ მიყუჩებულ ქუჩაზე დამტვრეული იპოვეს. საინტერესოა, რომ მანქანის სალონში, მგზავრის დასაჯდომთან მსუბუქი, ლეგალური ნარკოტიკული საშუალება იპოვეს.

ეგრეთ წოდებული "სასაცილო გაზის" მოხმარებისთვის სტერლინგმა საყვედური ერთხელ უკვე მიიღო, როდესაც რამდენიმე თვის წინ თავადვე გააზიარა ამ პრეპარატის ზემოქმედების ქვეშ ყოფნისას გადაღებული ფოტო.

აღსანიშნავია, რომ ერთი შეხედვით უწყინარი "სასაცილო გაზის" ზედმეტი ან არასწორი მოხმარებისას, შეიძლება ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს და ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა შეექმნას.

გარდა ამისა, სპორტსმენისთვის ეს არც ისე შესაფერისი საქციელია,
თანაც, ისეთი ახალგაზრდა მოთამაშისთვის, როგორიც სტერლინგია და მან ჯერ კიდევ სრულად უნდა გამოავლინოს თავისი პოტენციალი. "მანჩესტერ სიტის" მასში 49 მილიონი გირვანქა ტყუილად არ გადაუხდია და 20 წლის შემტევის ნაკრებსაც ძალიან ეიმედება.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ლაპარაკი ყველაზე ძვირად ღირებულ ინგლისელ ფეხბურთელზეა.

სტერლინგის ამჟამინდელი გარემოცვით არც ისე აღფრთოვანებულ მავან, ანონიმურ მეგობარს პრესისთვის უთქვამს: "რაჰიმი თავის მომავალზე სერიოზულად უნდა დაფიქრდეს და იმაზეც, თუ ვისთან ერთად ატარებს დროს და ერთობა".

სტერლინის აგენტი კი ირწმუნება, ამ შემთხვევაში რაჰიმი არაფერ შუაშია, მან თავისი მანქანა ერთ-ერთ მეგობარს ათხოვა და მერე რა მოხდა, წარმოდგენა არ აქვსო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული