თომას მიულერს "მანჩესტერ იუნაიტედში" წასვლა უნდა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედში" კვლავაც სჯერათ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ბაზრის დახურვამდე "ბაიერნის" ნახევარმცველის, თომას მიულერის გადაბირებას შეძლებენ.

როგორც Daily EXPress-ი წერს, გერმანიის ნაკრების ფეხბურთელიც განწყობილი ყოფილა "მანჩესტერში" გადასაბარგებლად. მან თურმე მეგობრებს მოუყვა, რომ სურვილი აქვს, ლუი ვან გაალის გუნდში გადავიდეს და იქ ნახევარდაცვაში ბასტიან შვაინშტაიგერს შეუწყვილდეს.

"იუნაიტედი" აგვისტოში ეცდება გერმანელის ყიდვას. ამასთან, მანჩესტერელებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ მიულერის ტრანსფერისთვის ბრიტანული რეკორდის დამხობა მოუწევთ - 59.7 მილიონი გირვანქა ანხელ დი მარიაში.

შეგახსენებთ, რომ ივლისში "მანჩესტერ იუნაიტედმა" ასევე "ბაიერნიდან" შეიძინა ბასტიან შვაინშტაიგერი. ეს ტრანსფერი
ინგლისურ კლუბს 18 მილიონი ევრო დაუჯდა. ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე "მანჩესტერმა" უკვე 98.7 მილიონი ევრო დახარჯა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული