ახალი ამბები სექსუალურ ევაზე - "ჩელსის" ექიმს ფეხბურთელებთან სექსში ამხელენ

AutoSharing Option
ლონდონში ერთ-ერთი კომპანიის კომერციულმა დირექტორმა რუპერტ პატერსონ-უორდმა ჟურნალისტებს მოუყვა "ჩელსის" ექიმ ევა კარნეიროსთან ურთიერთობის შესახებ. მან განაცხადა, რომ 15-თვიანი რომანი ჰქონდა ჟოზე მოურინიოსგან მოძულებულ ექიმთან.

"ამ ქალმა ჩემი ცხოვრება დაანგრია. ერთხელ მას წამოსცდა, რომ "ჩელსის" ერთ-ერთ ფეხბურთელთან გაატარა ღამე. ეს მხოლოდ იმის გამო თქვა, რომ ჩემთვის ტკივილი მოეყენებინა. თუმცა მე არ მჯერა, რომ ეს სიმართლეა.

ის ამაყობს იმით, რომ ფეხბურთელებს შორის პოპულარობით სარგებლობს. ევას უყვარს ყურადღება.

ერთხელ "ჩელსის" რომელიღაც ფეხბურთელმა საკუთარ ნომერში გამოიძახა და შიშველმა გაუღო კარი.

ევა - ძალიან
სექსუალური ქალია. ბევრმა არ იცის, როგორია ის სინამდვილეში. ევა დაუნდობელია და ყოველთვის იღებს იმას, რაც სურს. მე ვაღმერთებდი მას. ოჯახის შექმნას ვგეგმავდით, მაგრამ გათელა ჩვენი ურთიერთობები და სულში ჩამაფურთხა.

ევა დამცინოდა იმის გამო, რომ წელიწადში 30 ათასზე ნაკლები შემოსავალი მქონდა - თანხა, რომელსაც ზოგიერთი ფეხბურთელი ერთ დღეში იღებს. ძალიან ვცდილობდი, მაგრამ რასაც ვაკეთებდი, მისთვის ძალიან ცოტა იყო.

მას უყვარს სექსი. ეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სექსი ყოველდღე გვქონდა. ევა - ძალიან ვნებიანი ქალია, რომელმაც იცის, რა უნდა", - ამბობს The Sun-თან ინტერვიუში რუპერტი.

პატერსონ-უორდმა ისიც განაცხადა, რომ კარნეიროს ქალის 39-ე დაბადების დღეზე დაშორდა.

"დავინახე, როგორ აძლევდა ევა ტელეფონს სხვა მამაკაცს. დავთვერი და სახლში მარტო წავედი. მოგვიანებით, ჩვენს საძინებელში ევამ სახეში ძლიერად დამარტყა ორივე ხელი. შემდეგ საკუთარი მშობლების თვალწინ სახლიდან გამაგდო. არსად წასასვლელი არ მქონდა. ეს ძალიან დამამცირებელი იყო.

ევას უყვარს წვეულებების გატარება მდიდარ ბიჭებთან, რომლებსაც საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვთ. ვფიქრობ, მე იმიტომ მოვეწონე, რომ განსხვავებული ვიყავი, მაგრამ, საბოლოოდ, არასაკმარისად კარგი აღმოვჩნდი მისთვის", - დაასკვნა პატერსონ-უორდმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
შენც რაღას მისტირი მერე?
koko
17:34 18-08-2015
0
მაურინიო, რომ მართლაც ,,განსაკუთრებულია" და ერთერთი საუკეთესო მწვრთნელია მსოფლიოში ამის მტკიცებას არ ვაპირებ. მართლა მიკვირს რა არის აქ დანაშაული? ...., რომ სამსახურიდან დაითხოვო რა პრობლემაა? ჩელსი დიდი კლუბია და ზნედაცემული ექიმი იქ ვერ იმუშავებს.
giorgi
17:52 24-09-2015
0

სიახლეები პოპულარული