ლივერპული-ბორნმუთი 1:0 - ბენტეკეს წარმატებული დებიუტი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
17 აგვისტოს ინგლისის პრემიერლიგის მეორე ტურის ბოლო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც "ლივერპულმა" "ბორნმუთს" უმასპინძლა და მეტოქე მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა.

მატჩის ერთადერთი გოლი მასპინძელთა თავდამსხმელმა კრისტიან ბენტეკემ 26-ე წუთზე გაიტანა. აღსანიშნავია, რომ "ლივერპულის" ბელგიელმა ფორვარდმა "ენფილდზე" ჩატარებულ სადებიუტო შეხვედრაში გაიტანა.

"ენფილდზე" დებიუტი წარმატებული გამოვიდა. გოლის გატანა მოვახერხე, მაგრამ რაც მთავარია - "ლივერპულმა" შეძლო კარის მშრალად შენახვა", - თქვა ნამატჩევს ბენტეკემ.

ორი ტურის შემდეგ პრემიერლიგის სატურნირო ცხრილის სათავეში 100%-იანი შედეგით "მანჩესტერ სიტი", "ლესტერი", "ლივერპული" და "მანჩესტერ იუნაიტედი" არიან.

პრემიერლიგა. II ტური
ლივერპული-ბორნმუთი
1:0

გოლი: 1:0 ბენტეკე (27)
ლივერპული: მინოლე, კლაინი, შკრტელი, ლოვრენი, გომესი, ჰენდერსონი (52. ჩანი), მილნერი, კოუტინიო (82. მორენო), აიბი (70. რობერტო ფირმინო), ლალანა, ბენტეკე.
ბორნმუთი: ბორუცი, ფრენსისი, ელფიკი, კუკი, დენიელსი, რიტჩი, ო"კეინი (87. გოსლინგი), სერმანი, გრადელი (82. სმიტი), კინგი (62. ტომლინი), უილსონი.
გაფრთხილება: გომესი - ო"კეინი, ტომლინი
კარში დარტყმა: 18(2)-13(2); ბურთის ფლობა: 56%-44%; კუთხური: 6-8; ოფსაიდი: 1-0; ჯარიმა: 11-18
მაყურებელი: 44 102
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული