ჯერჯერობით, მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გათავისუფლებაზე მთავარ ფავორიტად "სანდერლენდის" თავკაცი დიკ ადვოკაატი მიიჩნევა. ჰოლანდიელის წასვლაზე კოეფიციენტი 3.0-ს უდრის.
მას შემდეგ, რაც "ჩელსიმ" პრემიერლიგის მეორე ტურში 0:3 წააგო "მანჩესტერ სიტისთან", საბუკმეკერო კანტორა Betfair-მა მოურინიოს გათავისუფლებაზე კოეფიციენტი 25-დან 7.0-მდე დასწია.
ორი ტურის შემდეგ "ჩელსის" მხოლოდ ერთი ქულა აქვს მოპოვებული. ივლისში მოურინიომ ახალი, ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა "ჩელსისთან".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"