ლუი ვან გაალის "მანჩესტერ იუნაიტედი" აღარ არის უდანაკარგო - მესამე ტურში "მანჩესტერმა" "ნიუკასლს" უმასპინძლა და 0:0 ეთამაშა. პირველად მოხდა, რომ "მანჩესტერის" შემადგენლობაში სასტარტოში ითამაშა ბასტიან შვაინშტაიგერმა. მსაჯმა უეინ რუნის გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გააუქმა.
ლუი ვან გაალი (მანჩესტერი): "რა თქმა უნდა, შედეგით უკმაყოფილო ვარ, მაგრამ სამაგიეროდ, კმაყოფილი ვარ თამაშით. ჩვენ უბრალოდ არ გაგვიმართლა. გუნდს აკლდა ბოლო პასი და ის ვერ მოქმედებდა კარგად მეტოქის კართან, მაგრამ გუნდურად ფანტასტიკურად ვითამაშეთ. მე ძალიან მომწონს,
სტივ მაკლარენი (ნიუკასლი): "იმედგაცრუებული ვარ. ვიცოდით, რომ სტარტზე "მანჩესტერი" გვაჯობებდა, მაგრამ შემდეგ თამაში გათანაბრდა და ჩვენ უნდა გაგვეტანა. დაცვაში თამაში და დისციპლინა მომეწონა, მაგრამ მოგებაც შეგვეძლო - შანსები იყო. ბევრი სამუშაო მოგვიწევს, რადგან "ნიუკასლი" ჯერ არ არის იმ კონდიციაში, რომელშიც მსურს, რომ იყოს".
"ბორნმუთის" ფორვარდმა ქალუმ უილსონმა ამ კლუბის ისტორიაში პირველი გოლი გაიტანა პრემიერლიგაში, მან შემდეგ კიდევ ორი მიაყოლა და პირველი ჰეთ თრიკის ავტორიც გახდა - "ბორნმუთმა" კი პირველი სამი ქულა მოიპოვა, მას მერე, რაც "ვესტ ჰემს" სტუმრად 4:3 აჯობა.
აქამდე უდანაკარგო "ლესტერი" შინ "ტოტენჰემს" დაუზავდა - 1:1. შეცვლაზე შესულმა ალიმ "ტოტენჰემი" დააწინაურა, მაგრამ მაჰრეზმა მალევე გაათანაბრა.
მაურისიო პოჩეტინო (ტოტენჰემი): "მძიმე მატჩი იყო, ძალები თანაბარი გამოდგა, მეორე ტაიმში ჩემმა გუნდმა გაცილებით უკეთ ითამაშა. ისევ ფრე, რა თქმა უნდა, იმედგაცრუებული ვარ".
შაბათის მერე, პრემიერლიგაში მხოლოდ ორი კლუბი დარჩა უდანაკარგო - "მანჩესტერ სიტი" და "ლივერპული", თუმცა მათ მე-3 ტურში ჯერ არ უთამაშიათ.
მანჩესტერი-ნიუკასლი 0:0
კრ. პალასი-ასტონ ვილა 2:1
გოლები: 1:0 დანი (71), 1:1 სუარე (77 ს.კ.), 2:1 საკო (87)
ლესტერი-ტოტენჰემი 1:1
გოლები: 0:1 ალი (81), 1:1 მაჰრეზი (82)
ნორვიჩი-სტოკი 1:1
გოლები: 0:1 დიუფი (11), 1:1 მარტინი (28)
სანდერლენდი-სუონსი 1:1
გოლები: 0:1 გომისი (45), 1:1 დეფო (62)
ვესტ ჰემი-ბორნმუთი 3:4
გოლები: 0:1 უილსონი (11), 0:2 უილსონი (28), 1:2 ნოუბლი (48-პენ), 2:2 კუიატე (53), 2:3 პიუ (66), 2:4 უილსონი (79-პენ), 3:4 მაიგა (82)
გაძევება: ჯენკინსონი (79. ვესტ ჰემი)