ინგლისი. პრემიერლიგა. III ტური: დარჩა მხოლოდ "სიტი" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
24 აგვისტოს პრემიერლიგის მესამე ტური ცენტრალური მატჩით დასრულდა - ლონდონში "არსენალმა" აქამდე უდანაკარგო "ლივერპულს" უმასპინძლა.

პირველ ტაიმში მსაჯმა აარონ რემზის გოლი ოფსაიდის გამო (საეჭვო გადაწყვეტილება იყო) გააუქმა. "არსენალი" მეორე ტაიმშიც ფლობდა ინიციატივას, მაგრამ ბრენდან როჯერსის გუნდმა გაძლო - 0:0.

მოკლედ, მესამე ტურის შემდეგ ინგლისურ ლიგას ერთი ლიდერიღა შემორჩა - "მანჩესტერ სიტი".

არსენალი-ლივერპული 0:0
არსენალი (4-2-3-1): ჩეხი - ბელერინი, ჩემბერსი, გაბრიელი, მონრეალი - კოკელინი (82. ოქსლეიდ-ჩემბერლენი), კასორლა - რემზი, იოზილი, ა. სანჩესი - ჟირუ (73. უოლკოტი)
ლივერპული (4-3-3): მინოლე - კლაინი, შკრტელი,
ლოვრენი, გომესი - მილნერი, ლუკას ლეივა (76. როსიტერი), ჯანი - ფირმინო (63. აიბი), ბენტეკე, კოუტინიო (88. ა. მორენო)
გაფრთხილება: გაბრიელი - შკრტელი, ჯანი, გომესი, მინოლე
კუთხური: 7-8; ჯარიმა: 2-13; თამაშგარე: 5-4; კარში დარტყმა: 19-15 (5-8); ბურთის ფლობა: 62%-38%.
მაყურებელი: 60 080

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
Magari mimoxilvaa
lasha
10:58 25-08-2015
0

სიახლეები პოპულარული