სამ ტურში ორი წითელი ბარათი, ორი პენალტი, დაცვის ამდენი შეცდომა და დაკარგული 5 ქულა ძალიან ბევრია. რომ არა ახალწვეული პედრო და იღბალი, "ჩელსი" ამ მატჩსაც ან მოიგებდა, ან არა.
შეხვედრამდე მოუ კარგ ხასიათზე იყო და ძველ დროს იხსენებდა:
სათქმელია, რომ ტონი პულისმა ამ მნიშვნელოვან შეხვედრაში საიდო ბერაჰინო არ ათამაშა, ფორვარდი საერთოდ განაცხადში არ შეიყვანა. ამის მიზეზი ახალგაზრდა ტალანტის ამბიციურობა და სხვა კლუბების ინტერესია, რომელიც მას ტვინს ურევს.
"იგი ძალიან ნიჭიერი ბიჭია, მაგრამ ვერ ჩამოყალიბდა და ახლა დამშვიდება სჭირდება. საიდო ჯერ ახალგაზრდაა და ის, რაც ხდება, ბუნებრივი მოვლენაა. მე მას ვესაუბრე. ამ სიტუაციაში გადავწყვიტე, რომ აჯობებდა, დაესვენა. ჩემი გუნდით კი ამაყი და კმაყოფილი ვარ, ბოლომდე ვიბრძოლეთ და ცოტა რომ გაგვმართლებოდა, სულ მინიმუმ, არ წავაგებდით".
ჟოზე მოურინიო: "ალბათ, ბევრი გულდაწყვეტილი დარჩა, რადგან ხალხს უყვარს, როდესაც "ჩელსი" აგებს. მათ ჩვენი წარუმატებლობა ახარებთ და ალბათ, დიდი იმედი ჰქონდათ, რომ ამჯერადაც ვერ ვიმარჯვებდით, მაგრამ მათ იმედი გაუცრუვდათ, რადგან ჩვენმა ბიჭებმა შესანიშნავი თამაში ჩაატარეს და გამარჯვება დაიმსახურეს. 3 ტურში 4 ქულა, ცხადია, ბევრი არ არის, მაგრამ პირველი ნაბიჯი უკვე გადავდგით წინ".
სტატისტიკა
* ჯონ ტერის პრემიერლიგაში წითელი ბარათი 2010 წლის აპრილის მერე აღარ მიეღო. სულ იგი 5-ჯერ გახლავთ გაძევებული.
* ჯეიმს მორისონმა პრემიერლიგაში პირველად მოახერხა 2 გოლის გატანა. მან თან პენალტი ააცილა. წინა სეზონში შოტლანდიელმა სულ ორი გოლი გაიტანა.
* პრემიერლიგის ისტორიაში მხოლოდ მეორედ დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ერთ მატჩში ერთი გუნდიდან სამმა ესპანელმა გაიტანა გოლი - 2013 წლის თებერვალში "სუონსიმ" ქპრ-ს მოუგო და თავი პაბლო ერნანდესმა, მიჩუმ და ანხელ რანხელმა გამოიჩინეს.
ახლა კი "ჩელსის" მხრიდან "ვესტ ბრომვიჩს" - პედრომ, დიეგო კოშტამ და სესარ ასპილიკუეტამ შეუგდეს. პლუს, ორი საგოლე გადაცემაც ესპანური გახლდათ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"