"ლივერპულის" ფანები როჯერსის მოსაცილებლად ფულის აგროვებას იწყებენ

AutoSharing Option
"ლივერპული" "მანჩესტერ იუნაიტედთან" დამარცხდა (1:3), გუნდი ისევ არადამაჯერებლად გამოიყურება.

ბრენდან როჯერსს ფანთა ნაწილი კვლავაც აუჯანყდა. ზოგიერთმა ხმების შეგროვება დაიწყო, ზოგმაც ფულის, რომ "ლივერპული" როჯერსისგან "დაიხსნას" და "გამოისყიდოს", რისთვისაც ერთი ქომაგის აზრით, 10 მილიონი გირვანქა საკმარისი იქნება და ფული ხომ არ აგვეგროვებინა, რომ ჩრდილოირლანდიელი წავიდესო.

ამასობაში, მერსისაიდელთა ყოფილი ფეხბურთელები თუ საფეხბურთო ექსპერტები ცდილობენ მიზეზები იპოვნონ იმისა, თუ რატომ ვერ თამაშობს კარგად "ენფილდის" ბინადარი. მაგალითად, ჯონ ოლდრიჯს მიაჩნია, რომ "ლივერპულმა" თავისი სტილი, სახე და ხასიათი დაკარგა, რაც არის კიდეც მთავარი პრობლემა.

კლუბის
ყოფილი სპორტული დირექტორი დემიენ კომოლი კი ამბობს, რომ ზაფხულში გუნდმა ზედმეტი ტრანსფერი გააკეთა და ამან სიტუაცია არია. აი, დიტმარ ჰამანს კი უკვე როჯერსის შემცვლელიც შეურჩევია - თავისი თანამემამულე იურგენ კლოპი. ჰამანის აზრით, "დორტმუნდის" ყოფილი თავკაცი "ლივერპულისთვის" იდეალური მესაჭე იქნებოდა.

როჯერსი კი პირველ რიგში, ლიდერების დანიელ სტარიჯისა და ჯორდან ჰენდერსონის დაბრუნებას ელოდება. ეს უკანასკნელი ამერიკაში გაემგზავრა, რადგან იქ ჩაიტაროს გამოკვლევა. მერსისაიდელთა ახალგამომცხვარ კაპიტანს ქუსლი აწუხებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული