ჟოზე მოურინიო: "ჩელსი" იგებს თუ აგებს, მე ფანტასტიკურ მწვრთნელად ვრჩები

AutoSharing Option
ლონდონის ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ "მაკაბისთან" (4:0) ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

16 სექტემბერს, ლონდონში გამართული თამაშის დროს გულშემატკივრები მის სახელს სკანდირებდნენ, რაც ჟოზეს არ გაჰკვირვებია.


"ჩელსი" აგებს თუ იგებს, მე ვრჩები ფანტასტიკურ მწვრთნელად. და ეს გულშემატკივრებს კარგად ესმით. ისინი ხვდებიან, რომ კლუბმა ჩემთან ერთად სამი საჩემპიონო ტიტული მოიგო და ერთიც - ჩემი გუნდით. ისინი ხვდებიან, რომ ჩვენ მეხუთე ტიტულის მოგებაც შეგვიძლია
და მე ცუდად არ ვმუშაობ. ამის შემდეგ, რატომ არ უნდა დამიჭირონ მხარი?

მაგალითად, დღეს რუნის ინგლისის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევენ - რეკორდსმენად. არადა, ცოტა ხნის წინ საშინლად თამაშობდა. ის რჩება ფანტასტიკურ მოთაშედ, მიუხედავად იმისა, იტანს თუ არა გოლებს", - აქვეყნებს მოურინიოს ნათქვამს Sky Sports.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული