კოტდივუარელის თქმით, ამჟამინდელ პრემიერლიგაში მთელი ჩემპიონატის წაუგებლად ჩატარება უბრალოდ შეუძლებელია. ეს კომენტარი იაიამ მას მერე გააკეთა, რაც "ქალაქელები" ხუთიდან ხუთი მოგების შემდეგ, საკუთარ კედლებში "ვესტ ჰემთან" დამარცხდნენ.
"ახლა პრემიერლიგაში შეუძლებელია 38 მატჩის წაუგებლად გამართვა. ინგლისის ჩემპიონატის დონე ყოველწლიურად იზრდება და "ხელშეუხებლების" ფენომენი აღარასდროს განმეორდება. დაუმარცხებლად სეზონის ჩამთავრება შესაძლებელია ესპანეთGში და შეიძლება, ეს საფრანგეთშიც გამოგივიდეს, მაგრამ არა პრემიერლიგაში. აქ ყველა გუნდი დიდ ფულს ხარჯავს
კონკურენტუნარიანობა ინგლისში იმდენად მაღალია, რომ ყველას აქ გადმოსვლა და ზრდის, პროგრესის პრემიერლიგაში გაგრძელება სურს. ამიტომაც, არაფერია იმაში გასაკვირი, რომ მაგალითად, "ჩელსი" შინ დამარცხდა "კრისტალ პალასთან".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"