"ლივერპული" ბრენდან როჯერსს სამ მატჩს კიდევ ადროვებს

AutoSharing Option
The Telegraph-ის ცნობით, "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ბრენდან როჯერსის ბედი, დიდი ალბათობით, გუნდის უახლოესი სამი მატჩის შემდეგ გადაწყდება.

ლივერპულელებს ინგლისის პრემიერლიგაში "ასტონ ვილასა" და "ევერტონთან" უწევთ დაპირისპირება, ევროპალიგაზე კი - "სიონთან". კლუბის ხელმძღვანელობა კი სწორედ ამ შეხვედრებში ნაჩვენები შედეგების შემდეგ გადაწყვეტს, გაუშვას თუ არა სპეციალისტი.

აღსანიშნავია, რომ "ლივერპულს" უკვე ზედიზედ ექვსი თამაშია არ მოუგია.

ბრენდან როჯერსის სავარაუდო შემცვლელად დორტმუნდის "ბორუსიას" ყოფილ დამრიგებელს იურგენ კლოპს ასახელებენ, რომელმაც უკვე გამოთქვა პროფესიული პაუზის შეწყვეტისა და ინგლისის პრემიერლიგის რომელიმე კლუბის გაწვრთნის სურვილი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული