"მანჩესტერ სიტიმ" პოლ პოგბაზე ხელი ჩაიქნია და ტიაგო ალკანტარაზე გადაერთო

AutoSharing Option
ინტერნეტ-გამოცემა Goal-ის ცნობით, "მანჩესტერ სიტის" ხელმძღვანელობა აღარ არის საფრანგეთის ნაკრებისა და ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველის პოლ პოგბას შეძენით დაინტერესებული.

ამის მიზეზი ფრანგის სურვილია, კარიერა "ბარსელონაში" გააგრძელოს.

ახლა მანჩესტერული კლუბის წარმომადგენლების სამიზნეში მიუნხენის "ბაიერნისა" და ესპანეთის ნაკრების ჰავბეკი ტაიგო ალკანტარა მოხვდა. ცნობისთვის, ესპანელს გერმანულ კლუბთან 2019 წლამდე აკავშირებს, მიმდინარე სეზონში კი ბუნდესლიგის 5 მატჩში ითამაშა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული