ლუი ვან გაალის მიზანი: ჩემპიონობაც და ლიგაც

AutoSharing Option
"საუთჰემპტონთან" და "სანდერლენდთან" მოგებების მერე პრემიერლიგაში პირველ ადგილზე გადასვლით აღტყინებული ლუი ვან გაალი იმაზე საუბრობს, რომ მის გუნდს პრემიერლიგის მოგების რეალური შანსიც აქვს და არც ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებაა გამორიცხული.

"წითელი ეშმაკებიდან" ზოგიერთი ფეხბურთელის გაშვებას, "ბალასტის მოშორებას" კი იმით ხსნის, რომ სერიოზულ გუნდში, რომელსაც შორს მიმავალი გეგმები აქვს, ზედმეტი ფეხბურთელები არ არის საჭირო.

კითხვაზე, იქნება თუ არა იანვარში ცვლილებები, ჰოლანდიელმა პასუხის გაცემას თავი აარიდა.
იმავე მოსაზრებისაა და ოპტიმ
ისტურ ტალღაზეა კრის სმოლინგიც. "ოლდ ტრაფორდის" მკვიდრთა მცველმა, რომელიც სეზონს კარგად იწყებს და არც ის წყენია, რომ ვან გაალს ერთხელ მისი სახელი შეეშალა, აღნიშნა - ჩემპიონობისთვის ბრძოლა რეალურად შეგვიძლია და ამას ვაპირებთ კიდეცო.

კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც "ბრაზიან ლუის" ესიმპათიურება, მაგრამ თან მასზე ცოტა გამაღიზიანებელი კომენტარი გააკეთა, ეშლი იანგია. პრინციპში, ვან გაალს ტყუილი არ უთქვამს, როდესაც განმარტა: იანგი ნეიმარი არ არის და შეტევაში მეტი კრეატიული ფეხბურთელი გვჭირდებაო, მაგრამ ეს ეშლიმ, ალბათ, თავადაც იცის.

ახლა იანგს ამ თემაზე კითხვა დაუსვეს, რაზეც მან ჟურნალისტებს მშვიდად უპასუხა, არანაირი გავლენა ამას ჩვენს ურთიერთობაზე და პირადად ჩემზე არ მოუხდენია და არც მწყენიაო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული