"კლუბს სურს საჯაროდ და მკაფიოდ დააფიქსიროს, რომ ჟოზე მოურინიო მუშაობას გააგრძელებს და მას სრული მხარდაჭერა და ნდობა აქვს. გვჯერა, რომ შესაბამისი მწვრთნელი გვყავს, რომელსაც ამ შემადგენლობით სიტუაციის გამოსწორება და წარმატებების მიღწევა შეუძლია" - ნათქვამია განცხადებაში.
თავად "განსაკუთრებულმა" აღნიშნა, რომ კარიერაში ერთ-ერთი რთული პერიოდი უდგას, მაგრამ ის არსად წასვლას არ აპირებს.
"მე არ გავიქცევი
"თუ ვინმეს შეუძლია ამ სიტუაციიდან ჩვენი სწრაფად და კარგად გამოყვანა, ეს, პირველ რიგში, სწორედ ჟოზე მოურინიოა. საუკეთესო მწვრთნელი გვყავს და ჩვენ მას მხარს ვუჭერთ. ჩვენ ისევ ერთად, გუნდურად ვდგავართ" - თქვა "ლურჯების" 34 წლის კაპიტანმა ჯონ ტერიმ, რომელიც მოუმ ამ სეზონში არაერთხელ დატოვა სათადარიგოთა სკამზე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"