პარალელურად, სხვა საინტერესო ინფორმაციაც ვრცელდება - კლოპისთვის "ლივერპული" სულაც არ იყო პირველი არჩევანი და, როდესაც "დორტმუნდიდან" მიდიოდა, იმედი ჰქონდა, რომ მას "ბაიერნს" მიაბარებდნენ.
საქმე ისაა, რომ იურგენს ჩემპიონთა ლიგაზე სურდა ძალების ცდა. ამ ტურნირზე მერსისაიდელები არ იყვნენ და მომავალი სეზონისთვისაც ან გავლენ, ან არა, თანაც "ბაიერნი" ამ წუთისთვის, გაცილებით
ამას ემატებოდა ისიც, რომ პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობასთან დაძაბულობის გამო, თითქოს, ესპანელს "ალიანც არენზე" დიდი მომავალი არ ჰქონდა, მაგრამ ფაქტია, მიუნხენელთა მმართველებმა გვარდიოლას მინიმუმ, კიდევ ერთი წლით დატოვება გადაწყვიტეს და კლოპსაც ოცნებები ჩაეშალა. ამ წუთისთვის კი "ენფილდზე" მისვლა საუკეთესო ვარიანტად ჩანს.
ძნელი სათქმელია, რამდენად და რამდენით შეესაბამება ეს ყველაფერი ჭეშმარიტებას და მსხვილია თუ არა ამ მონაყოლში სიმართლის მარცვლები, მაგრამ ეს ინფორმაცია ლოგიკას მოკლებული სულაც არ გახლავთ და თანაც ყველა მოსაზრებას აქვს არსებობის უფლება.
მთავარია, ამ ისტორიამ "ლივერპულის" ფანები და განსაკუთრებით, კოპი კლოპის წინააღმდეგ არ განაწყოს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"