მიწაზე დანარცხება: ავტოგოლების მოყვარული ჰარი კეინი

AutoSharing Option
ძალიან შთამბეჭდავი სეზონის მერე, ჰარი კეინისგან ყველა ბევრს ელოდა, მაგრამ ახლაგაზრდა თავდამსხმელი არათუ ისეთი თვალწარმტაცი და სასარგებლო ვეღარ არის, არამედ იმის ნახევარსაც ვერ თამაშობს.

არადა, სულ მინდორზეა და შანსს მას როგორც "ტოტენჰემის" თავკაცი მაურისიო პოჩეტინო, ასევე ინგლისის ნაკრების მწვრთნელი როი ჰოჯსონიც აძლევს.

ჰარიმ ნაკრებში თავის გამოჩენა შეძლო კიდეც და ამას "მანჩესტერ სიტის" კარში გატანილი გოლიც მიაყოლა, რამაც ძალიან გაახარა და ის ის იყო თქვა, კრიტიკოსები დავადუმეო... 22 წლის თავდამსხმელი შ
არში გაეხვა.

საქმე ის არის, რომ მომავალი თამაშები მან უბრალოდ კი არ ჩააგდო და მხოლოდ ვერაფრის გაკეთებით კი არ შემოიფარგლა, "დეზებს" საქმე გაუფუჭა. გასულ უქმეებზე "სუონსისთან" პრინციპულ შეხვედრაში (2:2) ჰარიმ ძალიან სასაცილო ავტოგოლი გაიტანა.

შედეგად ვიღებთ იმას, რომ კეინი უნიკალური მიღწევის პატრონია - "ტოტენჰემის" 10-იანს შეუძლია იამაყოს იმით, რომ ბოლო 3 სეზონში ერთადერთია, ვინც ყველა ჩემპიონატში ავტოგოლით გამოირჩა... უცნაურია, მაგრამ ფაქტია.

2013/2014 წლების სეზონში კეინმა "ვესტ ჰემთან" მატჩში (0:2) ჩაჭრა ბურთი საკუთარ კარში, ხოლო წინა სეზონში იგი "სანდერლენდთან" თამაშისას (2:2) გამოირჩა ავტოგოლით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული