იურგენ კლოპი: "ლივერპული" ძალიან ემოციურად და ძალიან სწრაფად ითამაშებს

AutoSharing Option
"ლივერპულის" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა საკუთარი მომავალი სამუშაოს შესახებ ისაუბრა.

"ეს დიდი პატივია ჩემთვის. ვამაყობ იმით, რომ აქ ვარ. ვიცი, რომ "ლივერპული" განსაკუთრებული კლუბია და ხალხი აქ ფეხბურთით ცხოვრობს.

ფეხბურთელებმა უნდა იფიქრონ, რომ შეუძლიათ ყველაფრის მიღწევა, რისი იმედიც პრესას და ქომაგებს აქვთ. საკუთარი თავის რწმენა უნდა დავიბრუნოთ.

სატრანსფერო კომიტეტი? უაზრო საუბარია. ტრანსფერებზე პირველი და უკანასკნელი სიტყვა მექნება. მე საფეხბურთო რომანტიკოსი ვარ. მიყვარს ისტორიები. "ენფილდი" საფეხბურთო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია.

როცა აქ პირველად ვიყავი "დორტმუნდთან" ერთად, წარმოვიდგინე, როგორ ვიმუშავებდი აქ.
მე იღბლიანი კაცი ვარ.

ემოციურ ფეხბურთს ვითამაშებთ. აქ "ენფილდზე" ეს ძალიან მნიშნელოვანია. გუნდს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, ყველაფერი ჩვენს ხელთაა. ახლა იდეალური მომენტია, რომ დავიწყოთ.

არ მინდა საკუთარი თავის აღწერა. ვინმეს ამ ოთახში ჰგონია, რომ მე სასწაულების ჩადენა შემიძლია? მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. ინგლისური პრესის შესახებ ბევრი მსმენია, ამიტომ ყველაფერი მათზეა დამოკიდებული. მათ შეუძლიათ დაამტკიცონ, რომ ეს ტყუილია.

კარგი იქნება, თუ მორჩებიან ჩემ გადაღებას, როცა სასტუმროს ერთი ოთახიდან მეორეში შევდივარ.

როცა "ლივერპულის" წარმომადგენლები პირველად დამელაპარაკნენ, სასიამოვნო გრძნობა დამეუფლა. ისინი კარგი ბიჭები არიან. მოგვეცით დრო, იყავით მშვიდები. არ ვამბობ, რომ 20 წელი დაგვჭირდება, მაგრამ 4 წლის განმავლობაში ერთი ტიტულის მოგების იმედი მაინც მაქვს.

არ ვფიქრობ იმაზე, რომ აქ ლეგენდა გავხდე. აქ იმიტომ ვარ, რომ ამ გუნდის პოტენციალის მჯერა. ამჟამად მსოფლიოში საუკეთესო გუნდი არ ვართ, მაგრამ ვის ანაღვლებს ეს? გვინდა საუკეთესოები მომავალში გავხდეთ.

არსებობს პრობლემები და ისინი აუცილებლად უნდა გადავწყვიტოთ. კარგი მცველები, ნახევარმცველები და თავდამსხმელები გვყავს.

პირველი თამაში ლონდონის "ტოტენჰემთან" გვაქვს და ამ მატჩისთვის გუნდი უნდა მოვამზადო.

მომწონ ეს ბიჭები. რომელ საფეხბურთო სტილს ვანიჭებ უპირატესობას? ველურს. ახლა ფეხბურთში მსოფლიო დონის ყველა გუნდი ბურთის კონტროლს თამაშობს, მაგრამ არავინ იწყებს იმით, რომ უნდა გახდეს გუნდი, რომელსაც ბურთის ფლობა სურს.

პირველ რიგში, სტაბილური დაცვა უნდა შევქმნათ. მოდით, ვიყოთ გუნდი, რომლის დამარცხება ყველაზე მეტად რთულია.

ვერ დაგპირდებით, რომ "ტოტენჰემთან" ახალ "ლივერპულს" იხილავთ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ახალი "ლივერპულიდან" ცოტა მაინც გამოჩნდება. ეს ძალიან მაგარი იქნებოდა. მსგავსი საკითხები დროს მოითხოვს.

"ლივერპულს" ექსტრაორდინარული ქომაგები ჰყავს. "ენფილდი" მსოფლიოს ცნობილი სტადიონია და აქ საოცარი ატმოსფეროა. მინდა გულშემატკივრებთან კარგი ურთიერთობა დავამყარო. მინდა მივცე მათ მოგონებები, რომლებსაც ისინი შეინახავენ. იმედი მაქვს, რომ ერთმანეთის ენერგიით ავივსებით.

მინდა მადლობა გადავუხადო "ლივერპულის" მფლობელებს. მათ წარმომიდგინეს ზუსტი ხედვა და მათ ამბიციებსა და მუშაობის მოდელს ვიზიარებ.

ველოდები იმ მომენტს, როცა საკუთარი იდეების რეალიზებას და ამ ნიჭიერ გუნდთან მუშაობას შევძლებ.

უკვე ამავე სეზონში შეგვიძლია ბევრი რამისთვის ბრძოლა. მნიშვნელოვანია, საკუთარი ფილოსოფია გქონდეს, რომელიც თქვენს მენტალიტეტს, კლუბის მენტალიტეტსა და კონკრეტულ მიმართულებას ასახავს. რასაკვირველია, უნდა გქონდეთ ზუსტი ტაქტიკური მიმართულება, მაგრამ დიდი გულით უნდა ითამაშოთ.

მოუთმენლად ველი, როდის დავიწყებ მუშაობას. 

ჩემი ფილოსოფიაა, ვითამაშოთ ძალიან ემოციურად, ძალიან სწრაფად და ძალიან ენერგიულად. ყოველთვის ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ", - თქვა კლოპმა.

მომზადებულია Liverpool Echo-ს, BBC-სა და liverpoolfc.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული