პრემიერლიგის სექტემბრის საუკეთესო ფეხბურთელი ანტონი მარსიალია
AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი ანტონი მარსიალი და ლონდონის "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო ინგლისის პრემიერლიგის სექტემბრის საუკეთესოები გახდნენ.
მარსიალმა ჩემპიონატის სამ შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.
"ტოტენჰემმა" კი, პოჩეტინოს ხელმძღვანელობით, სექტემბერში სამივე შეხვედრა მოიგო, მათ შორის, "მანჩესტერ სიტი" ანგარიშით 4:1 გაანადგურა.