პრემიერლიგა. IX ტური: პოკერი და ჰეთ თრიკი [VIDEO]

AutoSharing Option
* "ლივერპულის" თავკაცის პოსტზე დებიუტი ჰქონდა იურგენ კლოპს, ხოლო "სანდერლენდის" მწვრთნელის პოსტზე დებიუტი სემ ელარდაისს ჰქონდა.

* რაჰიმ სტერლინგი პირველი ინგლისელი ფეხბურთელია, რომელმაც "სიტის" რიგებში პრემიერლიგაში ჰეთ თრიკი შეასრულა.

დებიუტი უგოლოდ, მაგრამ ბევრი რბენით
იურგენ კლოპის დებიუტს ყველანი დიდი ინტერესით ველოდით, თუმცა ისიც ვიცოდით, რომ "ტოტენჰემთან" მის "ლივერპულს" ადვილი თამაში არ ელოდა, მაგრამ უგოლო ფრე არც ისე ადვილად პროგნოზირებადი გახლდათ.

მატჩი დაძაბული გამოვიდა და სახიფათო მომენტი ალაგ-ალაგ შეიქმნა. ორივე კლუბმა მეტ-ნაკლები სიფრთხილე გამოიჩინა. მერსისაიდელების გასამართლებლად შეგვიძლია ის ვთქვათ, რომ "კლოპოს" არც
კრისტიან ბენტეკე ჰყავდა, არც დანიელ სტარიჯი და არც ახლახან სერიოზულად დაშავებული დენი ინგსი. ლაზარეთში რჩება ჯორდან ჰენდერსონიც.

გარკვეული დანაკლისი ჰქონდა მაურისიო პოჩეტინოსაც. მაგალითად ახალწვეული სონი შეგვიძლია ვახსენოთ, რომელიც ტრავმირებულია, დებიუტში კი ლონდონელებს ნასერ შადლიც გამოაკლდათ.

ფრეს უსამართლო შედეგი არ ეთქმის. თუ ვინმეს უნდა მოეგო, უფრო "ტოტენჰემს", რადგან "დეზებს" მეტი მომენტი ჰქონდათ.

ლივერპულელთა ფანებს სპეციალური ბანერები ჰქონდათ გამოფენილი, რომელთა მეშვეობითაც 48 წლის გერმანელ სპეციალისტს ეგებებოდნენ. ერთ-ერთ მათგანზე კლოპის სახესთან ერთად იყო წარწერა: "ჩვენ გვჯერა".

"მაინცისა" და "დორტმუნდის" ყოფილი თავკაცი ფანებს "გიჟურ" სტილსა და თამაშს ჰპირდება, მაგრამ დასაწყისი მშვიდი გამოუვიდა. ერთი სხვაობა, რაც აშკარა გახლდათ, იყო ის, რომ მერსისაიდელები გაცილებით მეტს მოძრაობდნენ, ვიდრე წინა შეხვედრებში.

მთლიანობაში, "ლივერპულმა" ამ შეხვედრაში 116 კილომეტრი დაფარა, რაც ამჟამად ჩემპიონატის საუკეთესო მაჩვენებელია. აქამდელი სარეკორდო შედეგი მიმდინარე სეზონში სწორედ "ტოტენჰემს" ჰქონდა - 114,8 კილომეტრი.

"0:0 ჩემი საოცნებო შედეგი და ანგარიში არ გახლავთ, მაგრამ ნორმალურია. კმაყოფილი ვარ, რადგან პირველ 20 წუთში ბევრი პოზიტიური რამ დავინახე. ბედნიერი ვარ იმითაც, რომ თავიდან აგრესიულად ვთამაშობდით და მეტოქეს პრესინგს ვთავაზობდით. უფრო ძლიერები გავხდებით, უნდა მოვუმატოთ და ეს ვიცით.

შეხვედრაში არაერთი კარგი მომენტი იყო. როდესაც ბურთთან ერთად ვიყავით, ცოტა ვნერვიულობდით, მაგრამ იმ ზეწოლის გათვალისწინებით, რომელიც ახლა ჩვენზეა და იმის გათვალისწინებით, რომ გუნდთან ერთად სულ რამდენიმე დღე ვიმუშავე, ვფიქრობ, კმაყოფილი უნდა ვიყო" - თქვა კლოპმა.

მაურისიო პოჩეტინო: "ცოტა გულდაწყვეტილი ვარ, რადგან წესით, უნდა მოგვეგო. 4 აშკარა საგოლე მომენტი გვქონდა, მეტოქეს კი მხოლოდ ერთი შანსი მიეცა, ისიც იმ დროს, როდესაც ნასერ შადლის ექიმები ეხმარებოდნენ და 10 კაცით ვიყავით. ფეხბურთში ცივსისხლიანი უნდა იყო და შენი შანსები გამოიყენო. ჩვენ ეს ვერ შევძელით, მაგრამ მაინც ძალიან ბედნიერი ვარ ჩვენი კარგი თამაშით".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

გოლი სიყრმის კლუბის კარში
მანჩესტერულმა გუნდებმა თავიანთი მატჩების ბედი პირველივე ტაიმებში გადაწყვიტეს. "გუდისონ პარკზე" სევდიანი ატმოსფერო იყო, რადგან "ევერტონის" ყოფილი მწვრთნელი ჰოვარდ კენდალი გარდაიცვალა და მის ხსოვნას ფანებმა და ფეხბურთელებმა პატივი მიაგეს.

აი, კარგი თამაში "კანფეტებს" არ გამოუვიდათ. თუმცა ბევრი რამ იმანაც განაპირობა, რომ "იუნაიტედმა" 4-წუთიან მონაკვეთში გაიტანა ორი გოლი - მორგან შნეიდერლენმა "წითელი ეშმაკების" მაისურით პირველი ბურთი შეაგდო ოფიციალურ შეხვედრაში, ცოტა ხანში კი ანდერ ერერამ გაზარდა სხვაობა.

წერტილი უეინ რუნიმ დასვა, რომელმაც მეორე ტაიმში შეუგდო თავისი სიყრმის კლუბს. საუკეთესო შნეიდერლენი გახლდათ, რაზეც თუნდაც ისიც მეტყველებს, რომ მისი პასების 97,1% ზუსტი გახლდათ.

მასპინძელთა მხრიდან, როს ბარკლის, რომელუ ლუკაკუსა და სხვებს თამაში არ გამოუვიდათ. "მანჩესტერმა" კომფორტულად და ადვილად მოიგო, არადა, იქამდე ამ სტადიონზე წინა სამი სტუმრობისას წაგებული ჰქონდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

პარალელურად, "სიტიმ" "ბორნმუთი" დაიბრიყვა და გოლებით ამოავსო - 5:1. აქედან 4 "ქალაქელებმა" პირველ ტაიმში შეაგდეს და სამი რაჰიმ სტერლინგის ანგარიშზე იყო. სერხიო აგუეროს ყოფნით ისარგებლა უილფრიდ ბონიმ, მისი მონაგარი 2 ბურთი და საგოლე გადაცემაა. კევინ დე ბრუინს არ გაუტანია, მაგრამ მანაც კარგი მატჩი ჩაატარა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბომბარდირმა იხსნა
"ჩელსის" აუტსაიდერ "ასტონ ვილასთან" ციდან ვარსკვლავები არ მოუწყვეტია, მაგრამ მთავარია, მოიგო. ლონდონელებს დიეგო კოშტას დაბრუნება დაეტყოთ, ესპანელმა გაიტანა კიდეც და ალან ჰატონს ავტოგოლიც გაატანინა.

მატჩს რომან აბრამოვიჩი ესწრებოდა და ჩაფიქრებული ჩანდა, მაგრამ ჟოზე მოურინიო ირწმუნება, მისტერ რომანი, მე-10 ადგილზეც რომ გავიდეთ, მაინც არ მომხსნისო. ალბათ, ასეც იქნება, რადგან პორტუგალიელის გაშვების შემთხვევაში, აბრამოვიჩმა მას კომპენსაციად 27,5 მილიონი გირვანქა უნდა გადაუხადოს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ვესტ ჰემ იუნაიტედი" სტუმრად ისევ წაუგებელია. "ჩაქუჩებმა" ამჯერად "კრისტალ პალასს" უთავაზეს. "არწივებმა" მთელი მეორე ტაიმი ათი კაცით ჩაატარეს და ბოლოს მაინც გატყდნენ. სლავენ ბილიჩის გუნდი ჩემპიონთა ლიგის ზონაში შევიდა.

თითქოს, ყველაფერი პირველ ტაიმში გადაწყვიტა "საუთჰემპტონმაც", რომელიც მცველების, ჟოზე ფონტესა და ვირჯილ ვან დეიკის გოლებით 2:0-ს უგებდა "ლესტერს", მაგრამ გაგიგიათ, "მელიები" ოდესმე ნებდებოდნენ? კლაუდიო რანიერის გუნდი პატარა სასწაულების მოხდენასა და მეორე ტაიმში საოცარ თამაშს აგრძელებს.

ისევ შეუჩერებელია ჯეიმი ვარდი, რომელმაც ორჯერ გაიტანა, აქედან მეორე ბოლო წამებზე, ლესტერშირელებს ქულა გადაურჩინა და თავად ბომბარდირთა დავაში წინ გაიჭრა.

სხვა თამაშები
ცბიერმა ტონი პულისმა "სანდერლენდს" სიურპრიზი მოუმზადა და მინდორზე სტეფან სესენიონი გაიყვანა. დაბრუნებულმა შემტევმაც ყოფილი გუნდის წინააღმდეგ მშვენივრად ითამაშა. თუმცა შეხვედრის ერთადერთი გოლი საიდო ბერაჰინომ გაიტანა და მორიგი 3 ქულა მოუტანა "ვესტ ბრომვიჩ ალბიონს".

ასე რომ, სემ ელარდაისის დებიუტი წარუმატებელი გამოდგა. შემდეგი შეხვედრა კი "შავ კატებს" "ნიუკასლთან" აქვთ, ტაინ-უირის დერბი. აი, იქ უნდა იჯადოქროს "დიდმა სემმა".

"ნიუკასლის" ხსენებაზე ვთქვათ ისიც, რომ, როგორც იქნა, "კაჭკაჭები" მოუგებლები აღარ არიან. "ნორვიჩი" პირველ ტაიმში კი ეჭიდავა ჯორდებს, მაგრამ საბოლოოდ, სტივ მაკლარენის ბიჭებმა ნავსი გატეხეს. გაილაღა ჟორჟინიო ვეინალდუმმა, რომელიც პოკერით გამოირჩა. თითო აიაოსე პერესმა (პლუს პასი) და ალექსანდრ მიტროვიჩმა გაიტანეს, მუსა სისოკო კი 3 საგოლე გადაცემით გამოირჩა.

"იადონები" "სენტ ჯეიმს პარკზე" შერცხვნენ - 2:6. პირველი მოგებაც ასეთი უნდა, თანაც, დერბის წინ.

დაბოლოს, "არსენალზეც" ვთქვათ, რომელსაც "მანჩესტერის" დარად 19 ქულა უგროვდება და "სიტის" ოდენ ორით ჩამორჩება. არსენ ვენგერის ამალამ "უოტფორდთან" შეხვედრაში ყველაფერი მეორე ტაიმისთვის გადადო და მეორე ნახევარში უკვე აღარ გასჭირვებია.

ისევ გაიტანა ალექსის სანჩესმა. თავი შეცვლაზე შემოსულმა ოლივიე ჟირუმაც გამოიჩინა, რაც მისთვის მნიშვნელოვანი იყო. ბოლო აკორდი კი აარონ რემზიმ აიღო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

პრემიერლიგა. IX ტური
17 ოქტომბერი
ტოტენჰემი-ლივერპული 0:0
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - უოკერი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, როუზი - დემბელე, ალი - ლამელა (87. თაუნსენდი), ერიკსენი, შადლი (11. ნჟიე) - კეინი
ლივერპული (4-2-3-1): მინოლე - კლაინი, შკრტელი, სახო, მორენო - ლუკასი, ჯანი - მილნერი, ლალანა (81. ალენი), კოუტინიო (87. აიბი) - ორიჯი
გაფრთხილება: ლამელა - მილნერი, ლუკასი
კუთხური: 8-6 ჯარიმა: 15-11 თამაშგარე: 2-5 კარში დარტყმა: 12(4)-11(3) ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 35 926

ჩელსი-ასტონ ვილა 2:0
გოლები: 1:0 დიეგო კოშტა (34), 2:0 ჰატონი (54-ს.კ-ში)
ჩელსი (4-2-3-1): ბეგოვიჩი - ასპილიკუეტა, ზუმა, ტერი, ბაბა - რამირესი, ფაბრეგასი - ვილიანი (90+2. რემი), ლოფტუს-ჩიკი (46. მატიჩი), პედრო (83. აზარი) - დიეგო კოშტა
ასტონ ვილა (4-2-3-1): გუზანი - ჰატონი, რიჩარდსი, ლესკოტი, რიჩარდსონი (64. ამავი) - ვესტვუდი, გეიე - ხილი, გრილიში, ჯ. აიუ (68. ტრაორე) - ჟესტედი
გაფრთხილება: ვილიანი - ჯ. აიუ, რიჩარდსონი, გრილიში
კუთხური: 4-4 ჯარიმა: 22-17 თამაშგარე: 1-0 კარში დარტყმა: 9(3)-8(1) ბურთის ფლობა: 50%-50%
მაყურებელი: 41 596

კრ. პალასი-ვესტ ჰემი 1:3
გოლები: 0:1 ჯენკინსონი (22), 1:1 კაბაი (25-პენ.), 1:2 ლანსინი (88), 1:3 პაიე (90+4)
კრ. პალასი (4-2-3-1): ჰენესი - კელი, ჰანგელანდი, დანი, სუარე - კაბაი (77. ლედლი), მაკარტური (63. იედინაკი) - ზაჰა (46. საკო), პანჩონი, ბოლაზი - გეილი
ვესტ ჰემი (4-2-3-1): ადრიანი - ჯენკინსონი, ტომკინსი, კოლინსი, კრისუელი - კუიატე, ნოუბლი (62. კეროლი) - მოზესი (74. სარატე), ლანსინი, პაიე - სახო (85. იელავიჩი)
გაფრთხილება: გეილი, გეილი, იედინაკი - ტომკინსი, პაიე, იელავიჩი
გაძევება: გეილი (44)
კუთხური: 1-9 ჯარიმა: 9-11 თამაშგარე: 2-4 კარში დარტყმა: 6(1)-22(4) ბურთის ფლობა: 38%-62%
მაყურებელი: 25 812

ევერტონი-მანჩესტერი 0:3
გოლები: 0:1 შნეიდერლენი (18), 0:2 ერერა (22), 0:3 რუნი (62)
ევერტონი (4-2-3-1): ჰოვარდი - კოულმენი, სტოუნსი, ჯაგიელკა, გოლოუეი - ბერი, მაკარტი - ლენონი (73. დეულოფეუ), ბარკლი, ნეისმიტი (46. კონე) - ლუკაკუ
მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა - დარმიანი, ჯოუნსი, სმოლინგი, როხო - შნეიდერლენი, შვაინშტაიგერი (74. კერიკი) - მატა (46. ლინგარდი), ერერა (81. ფელაინი), მარსიალი - რუნი
გაფრთხილება: კოულმენი, ლუკაკუ - შვაინშტაიგერი, როხო
კუთხური: 5-3 ჯარიმა: 12-14 თამაშგარე: 0-1 კარში დარტყმა: 12(3)-10(7) ბურთის ფლობა: 52%-48%
მაყურებელი: 39 553

სიტი-ბორნმუთი 5:1
გოლები: 1:0 სტერლინგი (7), 2:0 ბონი (11), 2:1 მარეი (22), 3:1 სტერლინგი (29), 4:1 სტერლინგი (45+3), 5:1 ბონი (89)
სიტი (4-2-3-1): ჰარტი - საბალეტა, ოტამენდი, მანგალა, სანია - ფერნანდინიო, იაია ტურე (46. ფერნანდო) - ნავასი, დე ბრუინი (62. ნასრი), სტერლინგი (78. იჰეანაჩო) - ბონი
ბორნმუთი (4-4-1-1): ფედერიჩი - ფრანსისი, კუკი, დისტენი, დენიელსი - სმიტი (78. პიუ), გოსლინგი, სურმანი, რიტჩი - ო’კეინი (65. მაკდონალდი) - მარეი (74. კინგი)
გაფრთხილება: სანია, ოტამენდი - რიტჩი
კუთხური: 1-7 ჯარიმა: 11-5 თამაშგარე: 2-1 კარში დარტყმა: 15(11)-5(1) ბურთის ფლობა: 55%-45%
მაყურებელი: 54 502

საუთჰემპტონი-ლესტერი 2:2
გოლები: 1:0 ფონტე (21), 2:0 ვან დეიკი (37), 2:1 ვარდი (66), 2:2 ვარდი (90+1)
საუთჰემპტონი (4-2-3-1): კ. დევისი - სედრიკი (60. იოშიდა), ფონტე, ვან დეიკი, ბერტრანი - ს. დევისი (60. კლასი), ვანიამა - მანე, უორდ-პრაუსი, ტადიჩი (75. როდრიგესი) - პელე
ლესტერი (4-3-1-2): შმეიხელი - სიმპსონი, ჰუტი, მორგანი, ფუხსი - კანტე, ოლბრაიტონი, დრინკვოტერი, შლუპი (46. დაიერი) - ვარდი, ოკაზაკი (46. მაჰრეზი)
გაფრთხილება: ვანიამა, ბერტრანი -
კუთხური: 6-7 ჯარიმა: 16-10 თამაშგარე: 1-0 კარში დარტყმა: 13(5)-19(7) ბურთის ფლობა: 50%-50%
მაყურებელი: 30 966

ვესტ ბრომვიჩი-სანდერლენდი1:0
გოლი: 1:0 ბერაჰინო (54)
ვესტ ბრომვიჩი (4-4-2): მაიჰილი - დოუსონი, მაკკოლი, ევანსი, ბრანტი - სესენიონი, დ. ფლეტჩერი, იაკობი, მაკლინი - ბერაჰინო (79. გარდნერი), რონდონი (71. ლამბერტი)
სანდერლენდი (4-4-2): პანტილიმონი - იედლინი, ო’ში, ქაბული, ჯოუნსი - კატერმოლი, მ’ვილა, ლარსონი (61. ჯონსონი), გომესი (71. დეფო) - ს. ფლეტჩერი (75. გრემი), ბორინი
გაფრთხილება: დოუსონი, იაკობი - პანტილიმონი, ბორინი
კუთხური: 1-5 ჯარიმა: 12-13 თამაშგარე: 2-5 კარში დარტყმა: 8(1)-9(2) ბურთის ფლობა: 57%-43%
მაყურებელი: 24 225

უოტფორდი-არსენალი 0:3
გოლები: 0:1 სანჩესი (62), 0:2 ჟირუ (68), 0:3 რემზი (74)
უოტფორდი (4-4-2): გომესი - ნიომი (69. ბერგუისი), პრიოდლი, კატკარტი, აკე - ანია (81. პარედესი), კაპუ, უოტსონი, აბდი (75. იბარბო) - დინი, იგალო
არსენალი (4-2-3-1): ჩეხი - ბელერინი, მერტეზაკერი, კოშელნი, ნაჩო მონრეალი - კოკლენი, კასორლა - რემზი, იოზილი (81. არტეტა), სანჩესი (80. ოქსლეიდ-ჩემბერლენი) - უოლკოტი (64. ჟირუ)
გაფრთხილება: ნიომი, გომესი - მერტეზაკერი
კუთხური: 3-9 ჯარიმა: 11-12 თამაშგარე: 1-4 კარში დარტყმა: 8(1)-17(6) ბურთის ფლობა: 33%-67%
მაყურებელი: 20 721

18 ოქტომბერი
ნიუკასლი-ნორვიჩი 6:2
გოლები: 1:0 ვეინალდუმი (14), 1:1 მბოკანი (20), 2:1 ვეინალდუმი (26), 3:1 პერესი (33), 3:2 რედმონდი (34), 4:2 მიტროვიჩი (64), 5:2 ვეინალდუმი (66), 6:2 ვეინალდუმი (85)
ნიუკასლი (4-2-3-1): ელიოტი - იანმაატი, მბემბა, კოლოჩინი, დამეტი (65. აიდარა) - კოლბეკი, ტიოტე (46. ანიტა) - სისოკო, ვეინალდუმი, პერესი - მიტროვიჩი (88. სისე)
ნორვიჩი (4-2-3-1): რადი - ვიტეკერი, მარტინი, ბასონგი, ოლსონი (84. ჯერომი) - დორანსი (84. ო’ნილი), ტეტი (62. ჰულაჰანი) - ბრედი, ჰოუსონი, რედმონდი - მბოკანი
გაფრთხილება: ტიოტე - დორანსი
კუთხური: 3-7 ჯარიმა: 10-10 თამაშგარე: 3-1 კარში დარტყმა: 11(6)-14(5) ბურთის ფლობა: 44%-56%
მაყურებელი: 47 006

19 ოქტომბერი
სუონსი-სტოკი 23:00

ბომბარდირები: 9 - ჯეიმი ვარდი (ლესტერი); 6 - სერხიო აგუერო (სიტი), ალექსის სანჩესი (არსენალი), ჯორჯინიო ვეინალდუმი (ნიუკასლი); 5 - რიად მაჰრეზი (ლესტერი), კალუმ უილსონი (ბორნმუთი), ოდიონ იგალო (უოტფორდი), გრაციანო პელე (საუთჰემპტონი), რომელუ ლუკაკუ (ევერტონი), დიმიტრი პაიე (ვესტ ჰემი).

მომდევნო ტური
24 ოქტომბერი:
ვესტ ჰემი-ჩელსი, ლესტერი-კრ. პალასი, ასტონ ვილა-სუონსი, სტოკი-უოტფორდი, ნორვიჩი-ვესტ ბრომვიჩი, არსენალი-ევერტონი

25 ოქტომბერი:
სანდერლენდი-ნიუკასლი, მანჩესტერი-სიტი, ბორნმუთი-ტოტენჰემი, ლივერპული-საუთჰემპტონი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული