ბავშვებსაც დაერია - ჟოზე მოურინიო ახალ სკანდალში [VIDEO]

AutoSharing Option
ჟოზე მოურინიომ ყურადღება კიდევ ერთხელ მიიქცია. ამჯერად თავის სასარგებლოდ მან მიმდინარე რაგბის მსოფლიოს თასი გამოიყენა.

პორტუგალიელი წუხს იმაზე, რომ კიევის "დინამოსთან" პენალტი არ დაუნიშნეს. მისი გუნდი ჯგუფში მესამე ადგილზეა, მაგრამ უშუალო კონკურენტებთან - "დინამოსთან" და "პორტუსთან" მეორე მატჩები შინ აქვს და მოუ იმედიანადაა; მეტიც, იგი ამბობს, ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ვიბრძოლებთო:

"დამირ სკომინას ცუდად არ უმსაჯია, ამას მართლა ვამბობ, მაგრამ მან ერთი შეცდომა დაუშვა და პენალტი წაგვართვა, რომელიც, დიდი ალბათობით, 3 ქულას მოგვიტანდა.

ასეთ პატარა დეტალებს დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგალითად კრეიგ
ჟუბერი ავიღოთ, რომელმაც რაგბის მსოფლიო თასზე ასევე არ იმსაჯა ცუდად შოტლანდიის თამაშში, მაგრამ მანაც ერთადერთი შეცდომა დაუშვა, რომლის გამოც ახლა მთელი შოტლანდია ტირის" - განაცხადა "განსაკუთრებულმა".

შეგახსენებთ, რომ შოტლანდია ავსტრალიას ორი ქულით უგებდა, მაგრამ მატჩის მიწურულს ჟუბერმა გამოგონილი ჯარიმა დანიშნა, რომელიც ავსტრალიელებმა გაიტანეს და საბოლოოდ, ერთი ქულით იმარჯვეს. რაგბის მამებმა უკვე აღიარეს არბიტრის შეცდომა და იგი ტურნირიდან მოკვეთეს.

* * *
ამასობაში მოურინიო ახალ სკანდალში გაეხვია - 14 წლის ოტო ნამაჩერი ლონდონის ქუჩაში ვიდეოკლიპს იღებდა - ხიდზე მოსეირნე ბიჭის უკან ჩანს ჟოზე მოურინიო, რომელიც მობილურზე ლაპარაკობს.

როგორც ჩანს, ჟოზემ დაინახა, რომ ბავშვი ვიდეოს უღებდა და მას ხელი ჰკრა, რაც კარგად ჩანს ვიდეოში. ამ ინციდენტით აღშფოთებული ოტოს მამა პორტუგალიელს სასამართლოში უჩივლებს.

ამ ინციდენტმა სოციალურ მედიაში მაშინვე მოიპოვა პოპულარობა და ბევრიც გამოეხმაურა მოურინიოს მორიგ არაორდინარულ საქციელს.

ყოფილმა გერმანელმა ფეხბურთელმა დიტმარ ჰამანმა გამოთქვა ვერსია, რომ მოურინიო "სპეციალურად იჩალიჩებს", რომ რომან აბრამოვიჩმა მოხსნას და სერიოზული კომპენსაცია აიღოს...

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
უჩივლებს აბა რას იზავს ტუზი დაეცა იქნება ერთი ორი კაპიკი გამოსტყუოს :D
shako
13:29 22-10-2015
0
იზავს.
ობოლაძე
03:49 23-10-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული