იურგენ კლოპს თავი თურქეთიდან შეახსენეს

AutoSharing Option
"ლივერპულის" ახალი თავკაცი იურგენ კლოპი ამბობს, რომ მას ბოლომდე სჯერა დანიელ სტარიჯის და მიიჩნევს, რომ ტრავმებით გატანჯულ 26 წლის ფორვარდს მალე ყველაფერი კარგად ექნება.

სტარიჯს წინა სეზონის უდიდესი ნაწილი გაუცდა და მისთვის ეს სეზონიც პრობლემურად დაიწყო. გერმანელი სპეციალისტის თქმით, იგი სტარიჯს კლუბის ერთ-ერთ ლიდერად მოიაზრებს და მასთან დაკავშირებით შორსმიმავალი გეგმები აქვს.

48 წლის მწვრთნელსა და ფანებს ისღა დარჩენიათ, დანიელის მალე და ბოლომდე მომჯობინების იმედი ჰქონდეთ.

* * *
"ლივერპულის" ნიჭიერი შემტევი ნახევარმცველი ლაზარ მარკოვიჩი ამბობს, რომ მას ბრენ
დან როჯერსთან პრობლემები ჰქონდა და ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მისი წამოსვლის ეს რთული ურთიერთობა გახლდათ.

იგი "ფენერბაჰჩეშია" განათხოვრებული და იურგენ კლოპს თავი შეახსენა, ჩემი დაბრუნება შეგიძლიაო, თანაც, სასურველ პოზიციაზე თუ მათამაშებ, მთლად უკეთესიო:

"ბრენდან როჯერსთან არც ისე კარგი ურთიერთობა მქონდა, იყო პრობლემები. ძალიან ბევრ პოზიციაზე ვთამაშობდი, მაგრამ არა იმაზე, რომელიც ჩემია და სადაც ყველაზე კარგად ვგრძნობ თავს.

"ფენერბაჰჩეში" ზუსტად იქ ვთამაშობ, სადაც უნდა ვიყო და მიმაჩნია, რომ ასე გუნდისთვის მეტი სარგებლის მოტანა შემიძლია. თუმცა წარსულის გახსენება აღარ მსურს, თანაც "ლივერპულში" მწვრთნელი უკვე შეიცვალა" - განაცხადა სერბმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული