შესაძლოა, "ჩელსი" დროებით ბრენდან როჯერსმა გაწვრთნას

AutoSharing Option
თუკი ჟოზე მოურინიოს ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობის დატოვება მოუწევს, გუნდი შესაძლოა დროებით "ლივერპულის" ყოფილმა თავკაცმა ბრენდან როჯერსმა გაწვრთნას. ამის შესახებ Belfast Telegraph-ი იუწყება.

წყარო იუწყება, რომ ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობა როჯერსის დანიშვნის შესაძლებლობას ზაფხულამდე განიხილავს. ცნობისთვის, უწინ ბრენდანს კლუბის აკადემიაში, ჭაბუკთა და ახალგაზრდულ გუნდებში უმუშავია.

42 წლის ბრენდან როჯერსი "ლივერპულიდან" ცოტა ხნის წინ, სამწლიანი მუშაობის შემდეგ გაათავისუფლეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული