სასამართლომ ფეხბურთელების დაკავებაზე ორდერი უკვე გასცა იმ ინციდენტის გამო, რომელიც 2015 წლის 25 ივლისს პანამერიკული თამაშების დროს მოხდა, - იტყობინება Lequipe.
პოლიციის ცნობით, პიაზონი და ვენტურა პანამასთან (3:1) მატჩის შემდეგ მესამე ადგილისთვის ტორონტოს ერთ-ერთ ღამის კლუბში წავიდნენ, სადაც ორი ქალი გაიცნეს. ფეხბურთელები გოგონებთან სტუმრად წავიდნენ და ერთ-ერთი მათგანი გააუპატიურეს.
პიაზონი "ჩელსიში" 2011 წელს გადავიდა. მისი კონტრაქტი 2017 წლამდეა