იურგენ კლოპი: ჭრილობებმა შეიძლება "ჩელსი" უფრო გააძლიეროს

AutoSharing Option
"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი პრემიერლიგის მე-11 ტურის წინ, რომელსაც მისი გუნდი ლონდონის "ჩელსის" წინააღმდეგ გამართავს, პრესას გაესაუბრა.

გერმანელმა სპეციალისტის განცხადებით, "ჩელსისთან" თამაში ნებისმიერი გუნდისთვის დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული. 

"ფეხბურთელებმა პატივი უნდა სცენ "ჩელსის" და გამარჯვებისთვის ყველაფერი გააკეთონ. რამირესი, მატიჩი, კეჰილი, ტერი - ყველა შესანიშნავი ფეხბურთელია.

არა მგონია, რომ "ჩელსის" წინააღმდეგ თამაში გამარტივდა. ჭრილობებმა შეიძლება ბევრად ძლიერებად აქციოს ის.

ოდესღაც ეს მატჩი პრინციპულ დაპირისპირებად მოიაზრებოდა, ახლა კი ეს მეცხრე და მეთხუთმეტე ადგილოსნების შეხვედრაა, მაგრამ ორივე გუნდი კარგადაა მოტივირებული. ჩვენ გვაქვს შანსი, სატურნირო
მდგომარეობა გავიუმჯობესოთ, ეს კი სწორედ ისაა, რისი მიღწევაც გვსურს.

არაფერი ვიცი მოურინიოს მუშაობის მეთოდებზე. ახლა უბრალოდ ვცდილობ გავიგო, როგორ ფეხბურთს თამაშობს მისი გუნდი. ის შესანიშნავი მწვრთნელია. მე არც ჟურნალისტი ვარ და არც მსაჯი, ამიტომ სერიოზული კონფლიქტი ერთმანეთში არ გვქონია. ის ემოციურია. მეც ემოციური ვარ. მაგრამ ორივე პროფესიონალები ვართ, რომლებმაც ვიცით, რომ ნორმალური ცხოვრება სასტვენის შემდეგ იწყება", - განაცხადა კლოპმა.

შეგახსენებთ, რომ "ჩელსი"-"ლივერპულის" შეხვედრა შაბათს, 31 ოქტომბერს, "სტემფორდ ბრიჯზე" თბილისის დროით 16:45 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული