"ჩელსი" მოურინიოს შემცვლელად კონტესა და მანჩინის კანდიდატურებს განიხილავს

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსი", შესაძლოა, იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ან მილანის "ინტერის" თავკაცმა რობერტო მანჩინიმ ჩაიბაროს. ამის შესახებ Corriere della Sera იუწყება. წყაროს ცნობით, ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობა, დიდი ალბათობით, ჟოზე მოურინიოს უახლოეს მომავალში გაათავისუფლებს.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პორტუგალიელს მდგომარეობის გამოსასწორებლად ორი მატჩი მისცეს.

აღსანიშნავია, რომ მანჩინის აქვს "ინტერთან" კონტრაქტის გაწყვეტის უფლება იმ შემთხვევაში, თუკი წინადადებას ჩემპიონთა ლიგაში მოთამაშე კლუბისგან მიიღებს.

რაც შეეხება კონტეს, მას იტალიის ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი 2016 წლის ზაფხულში უმთავრდება.

11 მატჩის შემდეგ "ჩელსი" ინგლისის პრემიერლიგის სატურნირო
ცხრილში მე-15 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული