"აზარი, როგორც ფეხბურთელი, ძალიან მომწონს. მე გამიმართლა, რომ მასთან ერთად ერთ გუნდში მომიწია თამაში. ედენი უნიკალური შესაძლებლობების მქონე ფეხბურთელია.
ყველას დაავიწყდა, რომ ის ახალგაზრდა ბიჭია, ტოპ-გუნდში სულ რამდენიმე წელია, რაც თამაშობს და ასეთ უხერხულ სიტუაციაში პირველად აღმოჩნდა.
სანერვიულო არაფერი აქვს. ის ძალიან კარგად თამაშობს. წინა სეზონში ძალიან ბევრს აკეთებდა. ედენი იყო ფეხბურთელი, რომელიც შეხვედრის ანგარიშს აფიქსირებდა", - განაცხადა ფრენკ ლამპარდმა გადაცემა Monday Night Football Show-ს ეთერში.