პრემიერლიგა. XII ტური: ლონდონის "ჩელსი" კატასტროფის პირასაა [VIDEO]

AutoSharing Option
7 ნოემბერს ინგლისის პრემიერლიგის მე-12 ტურის 7 შეხვედრა გაიმართა.

7 შეხვედრაში სულ 11 გოლი გავიდა და აქედან 4 პენალტით, ეს ძალიან დაბალი შედეგიანობაა.

სეზონში მე-7 მარცხი (ზედიზედ მესამე) განიცადა ჟოზე მოურინიოს "ჩელსიმ", რომელიც "სტოკ სიტისთან" მარკო არნაუტოვიჩის ბრწყინვალე გოლის გამო დამარცხდა - 0:1. აღსანიშნავია, რომ თავად მოურინიო დისკვალიფიკაციის გამო მატჩს არ ესწრებოდა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ლუი ვან გაალის "იუნაიტედმა" "ვესტ ბრომვიჩს" 2:0 მოუგო ჯესი ლინგარდისა და ხუან მატას გოლებით.

კლაუდიო რანიერის "ლესტერ სიტიმ" 2:1 მოუგო "უოტფორდს" და ქულებით ლიდერებს, "სიტისა" და
"არსენალს" დაეწია. "ლესტერის" ფორვარდმა ჯეიმი ვარდიმ პენალტით გაიტანა. ეს სეზონში მე-12 გოლია ვარდისთვის, ზედიზედ კი მეცხრე მატჩში გამოიჩინა მან თავი, რაც პრემიერლიგის ისტორიაში მეორე შედეგია.

2003 წელს რუუდ ვან ნისტელროიმ (მანჩესტერი) ზედიზედ 10 ტურში გაიტანა გოლები.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ნიუკასლმა" სტუმრად მინიმალური ანგარიშით დაამარცხა "ბორნმუთი", "კაჭკაჭებს" ესპანელმა აიოსე პერესმა მოაგებინა.

ბორნმუთი-ნიუკასლი 0:1
გოლი: 0:1 პერესი (27)

ვესტ ჰემი-ევერტონი 1:1
გოლები: 1:0 ლანსინი (30), 1:1 ლუკაკუ (43)

სანდერლენდი-საუთჰემპტონი 0:1
გოლი: 0:1 ტადიჩი (69-პენ)

ნორვიჩი-სუონსი 1:0
გოლი: 1:0 ჰოუსონი (70)

ლესტერი-უოტფორდი 2:1
გოლები: 1:0 კანტე (52), 2:0 ვარდი (65-პენ), 2:1 დინი (75-პენ)

მანჩესტერი-ვესტ ბრომვიჩი 2:0
გოლები: 1:0 ლინგარდი (52), 2:0 მატა (91-პენ)
გაძევება: მაკოული (91. ვესტ ბრომვიჩი)

სტოკი-ჩელსი 1:0
გოლი: 1:0 არნაუტოვიჩი (54)

1. სიტი - 25 ქულა; 2. არსენალი - 25; 3. ლესტერი - 25; 4. მანჩესტერი - 24; 5. ვესტ ჰემი - 21.
მკითხველის კომენტარები / 1 /
აბრამოვიჩი რომ ვიყო, ენაჭარტალა მოურინიოს ისე გავყიდიდი, როგორც თავის დროზე – თამარ მეფემ დატყვევებული სულთანი
ჯიჯი*
10:24 08-11-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული